ვარჰამერ 40000

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარჰამერ 40000 (ინგლ. Warhammer 40,000, არაოფიც. W40K) — ფუტურისტული ფანტაზია-სამყარო, შექმნილი კომპანიის «Games Workshop» მიერ.

სამხედრო-ტაქტიკურ თამაშში, რომელიც ამ სამყაროში მიმდინარეობს ხორციელდება ბატალიები 41-ე ათასწლეულის გამოგონილი მსოფლიოს არმიებს შორის. გამოყენებულია ფუტურისტული ჯარისკაცების, მონსტრების და სამხედრო ტექნიკის მინიატურული ფიგურები.

Warhammer 40,000 წარმოადგენს თავდაპირველი "ვარჰამერის" სამეცნიერო-ფანტასტიურ ალტერნატივას, თუმცა სამყარო არ შემოიფარგლება მკაცრი სამეცნიეო ფანტასტიკით და ტექნოფანტასტიკისკენ იხრება.

ამ მსოფლიოს მთავარი რასები არიან: საიმპერიო გვარდია, ქაოსი, ორკები, ელდარები, ბნელი ელდარები, ნეკრონები, ტაუ, ტირანიდები, კოსმოდესანტები. ყოველ რასას საკუთარი დამახასიათებელი თვისებები და ბრძოლის ტაქტიკა აქვს, საკუთარ ისტორიასთან ერთად.

თარგი:თამაში