ვარცლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარცლიცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი, მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილი თავი აქვს. ვარცლი შეიძლება მთლიანი მორისაგან იყოს გამოთლილი ან ნაჭრებისაგან შეკრული. ვარცლის ხის საფარებელს ორომი ეწოდება. ვარცლის თავებზე ამოგუნდავებული პური ორომზე დააქვთ და ისე აკრავებ თორნეში. ძველად ქართულ ხალხურ დარბაზში ვარცლი ზემო თაროში დედაბოძის ზურგთან მიყრდნობილ ფეხებიან სადგარზე იდგა, ხშირად იგი კიდობანს ცვლიდა. ზოგან ვარცლი წისქვილის ხვიმირს ეწოდებოდა. ქიზიყში ხის მთლიანი ნაჭრებისაგან უსამსჭვლოდ (უფარეშოდ) ჭურჭლის გამომთლელ მოხელეს მევარცლე ერქვა.

აგრეთვე აქვს მცირე ნავის მნიშვნელობა (საბა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბედუკაძე ს., ქსე, ტ. 4, გვ. 315, თბ., 1979