ვარსქენ პიტიახში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, ქვემო ქართლის მმართველი V საუკუნის 60-80-იან წლებში. ჩანს, ქართლის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდალური ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც - დამპრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო იმით, რომ მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში (482).

ლიტერატურა[რედაქტირება]