ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
| ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა | |
კინოფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
გერი კერტცი |
| სცენარის ავტორი: |
ჯორჯ ლუკასი, ლოურენს კესდენი |
| მთავარ როლებში: |
მარკ ჰემილი |
| კომპოზიტორი: | |
| დისტრიბუტორი: | |
| ხანგრძლივობა: |
ორიგინალური ვერსია: |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
18,000,000 აშშ დოლარი |
| შემოსავალი: |
538,375,067 აშშ დოლარი |
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა (ინგლ. Star Wars Episode V: The Empire Strikes Back) — 1980 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რიგით მეორე ფილმი ციკლიდან ვარსკვლავური ომები.
[რედაქტირება] სიუჟეტი
ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან იავინ IV და განაგრძობს მათ ძიებას. იმპერიის აგენტებისგან ალიანსი იმალება შორეულ პლანეტა ჰოთზე. დართ ვეიდერი პირადად განაგებს იმპერიის ძალებს, რომლებიც ეძებენ აჯანყებულებს. მისი ბრძანებით გალაქტიკის ყველა მიმართულებით გზავნიან ახალ და ახალ მზვერავებს. ჰოთზე ლუკ სკაიუოკერი შეამჩნევს ერთ-ერთ ასეთს. მას ჩაესმის ობი-ვან კენობის ხმა, რომელიც უბრძანებს, გაემგზავროს პლანეტა დაგობაზე, სადაც იოდა მას ჯედაის ხელოვნებას შეასწავლის. თოვლიან უდაბნოში ლუკი პირველად იყენებს ძალას და ლაზერული ხმლის დახმარებით თავს დააღწევს თეთრი მონსტრის ტყვეობას. თოვლში გაყინულ ლუკს პოულობს მის საძებნად წამოსული ჰენ სოლო.
იმპერიული ზონდები აღმოაჩენენ აჯანყებულთა ბაზას. მტრის ფლოტი მას თავს ესხმის, მაგრამ ლუკის მეთაურობით, პილოტთა დიდი ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს. ბრძოლის შემდეგ ჰენ სოლო და ლეია ორგანა, ჩუბაკასთან და ორ დროიდთან, C3PO და R2D2 ერთად ტოვებენ ჰოთს. ლუკი დაგობაზე მიფრინავს, სადაც იოდა, მომცრო ზომის ჯედაის ოსტატი იწყებს მისთვის ჯედაის ხელოვნების შესასწავლი გაკვეთილების ჩატარებას.
ამასობაში ჰენის ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება და იმპერიული ფლოტის თავდასხმას გადაურჩება. განრისხებული ვეიდერი ფლოტის მეთაურს კლავს. ჰენი იძულებულია, დაეშვას პლანეტა ბესპინზე, სადაც მას ხვდება ძველი მეგობარი, ლენდო კალრისიანი, მაგრამ აქ მგზავრები მოულოდნელად დართ ვეიდერსაც ხვდებიან. იგი ეძებს ლუკს, ვინაიდან ცდილობს, თავის მხარეს მიიზიდოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს. ჰენ სოლოს ყინავენ და ამ მდგომარეობაში საჩუქრად აგზავნიან ჯაბა ჰატთან.
ამასობაში ლუკი, რომელიც მხოლოდ ოდნავ დაეუფლა ჯედაის ხელოვნებას, გრძნობს, რომ მისი მეგობრებს პრობლემები გაუჩნდა. ის მიემართება ბესპინზე, სადაც დართ ვეიდერს ებრძვის. ეს უკაკასკნელი სთავაზობს იმპერიული ძალების მხარეს გადასვლას და ცდილობს მის გაყინვას, მაგრამ ლუკი ხტება საყინულედან. განრისხებული ვეიდერი ლაზერის ხმლით მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. ქვესკნელის თავზე ჩამოკიდებული ლუკი გაოგნებული შეიტყობს, რომ იმპერიის მბრძანებელი მისი მამაა. სკაიუოკერს არ სურს ძალის ბნელ მხარეზე გადასვლა, ამიტომ თავად ხტება სავენტილაციო სისტემაში და ტოვებს პლანეტას. გარეთ მას იჭერს ჰენ სოლოს ხომალდი. იქ მას მექანიკურ ხელს უმაგრებენ. ლენდო კალრისიანი ამტკიცებს, რომ არც ფიქრობდა, თუკი ვეიდერს ასეთი განზრახვა ჰქონდა და საერთოდ, სურს გამოასწოროს თავისი შეცდომა. ლენდო და ჩუბაკა ჯაბასკენ მიემართებიან.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Star Wars Episode V: The Empire Strikes Back — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Star Wars Episode V: The Empire Strikes Back — Allmovie-ზე
- Star Wars Episode V: The Empire Strikes Back — Rotten Tomatoes-ზე
- Star Wars Episode V: The Empire Strikes Back — Box Office Mojo-ზე
|
|||||||||||||||||||||||||

