ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა თავდასხმა
| ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა თავდასხმა | |
ფილმის კინოპოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
რიკ მაკ-კალუმი, ჯორჯ ლუკასი |
| სცენარის ავტორი: |
ჯორჯ ლუკასი, ჯონათან ჰეილსი |
| მთავარ როლებში: |
იუენ მაკგრეგორი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: |
ბენ ბერტი |
| კინოსტუდია: | |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
16 მაისი, 2002 |
| ხანგრძლივობა: |
142 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
120 მილიონი აშშ დოლარი |
| შემოსავალი: |
649,398,328 აშშ დოლარი |
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა თავდასხმა (ინგლ. Star Wars Episode II: Attack of the Clones) — 2002 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რიგით მეხუთე ფილმი ციკლიდან ვარსკვლავური ომები. ამასთან, ქრონოლოგიური მოვლენების მიხედვით, ეს არის 1977-1983 წლებში გადაღებული კინოტრილოგიის მოვლენებამდე დატრიალებული ამბების ქრონიკა, რომელსაც თავის მხრივ, სხვა წინაისტორია გააჩნია.
[რედაქტირება] სიუჟეტი
გალაქტიკური იმპერია კრიზისშია. გრაფ დუკუს ხელმძღვანელობით შექმნილი სეპარატისტული მოძრაობა გალაქტიკაში მშვიდობის საშიშროებას წარმოადგენს. სენატორი პადმე ამიდალა, ნაბუს ყოფილი დედოფალი, ბრუნდება გალაქტიკურ სენატში, რათა რესპუბლიკის არმიის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდეს. პლანეტა კორუსანტზე ჩასვლისას ვიღაც ცდილობს მის მოკვლას. ამით შეშინებული კანცლერი პალპატინი ამიდალას დასაცავად ირჩევს ობი-ვან კენობისა და მის მოსწავლე ენაკინ სკაიუოკერს. იმავე ღამით ვიღაც კვლავ ცდილობს ამიდალას მოკვლას. ეს არის ზემ ვესელი, დაქირავებული მკვლელი. იმ დროს, როდესაც ჯედაები ცდილობენ, დაადგინონ, თუ ვინ გასცა ამიდალას მოკვლის ბრძანება, ზემს კლავს უცნობი მკვლელის გასროლა. ჯედაების საბჭო ობი-ვანს ავალებს მკვლელობის მცდელობის გამოძიებას, ხოლო ენაკინს - ამიდალას უშუალო დაცვას, მას შემდეგ რაც იგი დაბრუნდება მშობლიურ პლანეტა ნაბუზე. ენაკინს უხარია, ვინაიდან მანამდე იგი მასწავლებლის კრიტიკას ისმენდა, ახლა კი მნიშვნელოვანი დავალება მისცეს, თანაც საშუალება აქვს, პადმესთან ერთად განმარტოვდეს (იგი უკვე გრძნობს, რომ უყვარს ამიდალა). მაგრამ, მას აწუხებს კოშმარები ტატუინზე დარჩენილ დედაზე.
ამ დროისთვის, ობი–ვანი აღმოაჩენს კლონურ ქარხანას პლანეტა კამინოზე, სადაც რესპუბლიკისთვის საიდუმლოდ იქმნება არმია. კლონების დნმ–ის დონორი აღმოჩნდება ჯენგო ფეტი, დაქირავებული მკვლელი. ობი–ვანი არკვევს, რომ სწორედ მას დაავალეს პადმე ამიდალას მკვლელობა. გამოაშკარავების შიშით, ფეტი თავის პირად კლონთან ერთად, რომელსაც შვილივით ზრდის, პლანეტა ჯეონიზისზე გაიქცევა. კვალში ჩამდგარი ობი–ვანი პლანეტაზე აღმოაჩენს სავაჭრო ფედერაციის ხომალდებს და დროიდების უზარმაზარ ქარხანას. ამ, დროისთვის, კოშმარებით შეწუხებული ენაკინი პადმესთან ერთად ტატუინზე მიემგზავრება, იქ გებულობს, რომ დედამისი ტყვედ ჩაუვარდა ქვიშის ხალხს, ტატუინის სასტიკ ველურთა ტომს. ენაკინი ჩუმად შეიჭრება მათ ბანაკში, სადაც დედამისს სიკვდილის წინ მიუსწრებს. მისი სიკვდილით გაბოროტებული, იგი ბთელ ბანაკს ამოწყვეტს. დაბრუნებული, იგი გებულობს, რომ ობი–ვანმა ჯეონიზისზე აღმოაჩინა საბრძოლო დროიდების ქარხანა, მაგრამ გრაფმა დუკუმ, რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი სეპარატისტული მოძრაობის ლიდერმა, იგი შეიპყრო.
პადმესთან ერთად ობი–ვანის გამოსახსნელად ჯეონიზისზე წასულ ენაკინსაც შეიპყრობენ და სამივეს გლადიატორთა არენაზე მხეცებთან შესაბრძოლებლად გაუშვებენ. ცოტა ხანში მათ გამოსახსნელად არენაზე შეიჭრებიან ჯედაები, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად, მათაც შეიპყრობენ. დუკუს „გულუხვ“ წინადადებაზე დანებების შესახებ, ჯედაებმა უარით უპასუხეს, სწორედ ამ დროს ჩნდება კლონების არმია ჯედაი იოდას მეთაურობით. იმართება გაცხარებული ბრძოლა კლონებს და დროიდებს შორის.
შუა ბრძოლაში ენაკინი და ობი–ვანი შეამჩნევენ გრაფ დუკუს, რომელიც გაქცევას ცდილობს. ისინი მასთან ბრძოლას იწყებენ. დუელში დუკუ ობი–ვანს მკლავში და ფეხში დაჭრის, ხოლო ენაკინს ხელს მოჰკვეთავს. როდესაც იგი ორივეს ამარცხებს, ჩნდება იოდა/ დუკუ მასთან ბრძოლას სხვადასხვა ხერხებით დაიწყებს, თავდაპირველად — ძალით, შემდეგ ძალური მეხით, ბოლოს კი - სხივული ხმლებით. დუელში იოდას გამარჯვების ყველა ნიშანი ჩანს, მაგრამ დუკუ იქვე აღმართულ სვეტს ამტვრევს და გონდაკარგული ენაკინისა და ობი–ვანისაკენ მიმართავს. სანამ იოდა სვეტის მათგან უსაფრთხო მანძილზე გადატანას ცდილობს, დუკუ თავის ხომალდში ჯდება და გარბის.
კორუსანტზე მისული დუკყ საიდუმლო საბრძოლო მანქანის სქემებს გადასცემს დართ სიდიუსს. როგორც ირკვევა, ეს მანქანა სიკვდილის ვარსკვლავია. ამასთანავე დუკუ სიდიუსს ეუბნება, რომ გეგმა სრულდება, ვინაიდან ომი დაიწყო. ამ დროისთვის, ჯედაების ტაძარში, ობი–ვანი, იოდა და მეის ვინდუ განიხილავენ ჯეონიზისზე მომხდარ მოვლენებს. ობი–ვანი ამბობს, რომ კლონების გარეშე ისინი ვერ გაიმარჯვებდნენ, რაზეც იოდა პასუხობს, რომ ბრძოლაში კლონების ჩართვამ გამარჯვება არ მოიტანა, ამან გამოიწვია კლონური ომის დაწყება.
ფილმი მთავრდება სცენით, სადაც ენაკინი და პადმე საიდუმლოდ ქორწინდებიან.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Star Wars Episode II: Attack of the Clones — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Star Wars Episode II: Attack of the Clones — Rotten Tomatoes-ზე
- Star Wars Episode II: Attack of the Clones — Box Office Mojo-ზე
- Star Wars Episode II: Attack of the Clones — Allmovie-ზე
|
|||||||||||||||||||||||||

