ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ავტორი ჯინ როდენბერი
მონაწილეობენ უილიამ შეტნერი
ლეონარდ ნიმოი
დეფორესტ კელი
ჯეიმზ დუჰანი
ნიშელ ნიკოლსი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 3
ეპიზოდი 79
წარმოება
ხანგრძლივობა 50 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
ეთერში 8 სექტემბერი 19662 სექტემბერი 1969
რესურსები ინტერნეტში
საიტი


USS ენტერპრაიზ NCC-1701
ჯეიმზ კირკი, სპოკი და ლეონარდ მაკ-კოი

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი (ინგლ. Star Trek: The Original Series, TOS) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომელმაც დაუდო სათავე „ვარსკვლავურ გზას“, შექმნილია ჯინ როდენბერის მიერ. პრემიერა გაიმართა 1966 წლის 8 სექტემბერს. სერიალი შედგება სამი სეზონისა და 80 სერიისგან. სერიალი დასრულდა 1969 წელს, თუმცა მოგვიანებით გამოვიდა მისი გაგრძელება ანიმაციური სერიალის სახით. სერიალის მიხედვით გადაღებულია ექვსი სრულმეტრაჟიანი ფილმი.

თავდაპირველად სერიალი გამოდიოდა სახელწოდებით: „ვარსკვლავური გზა“ (ინგლ. Star Trek), მოგვიანებით „ვარსკვლავური გზის“ სხვა სერიალების გამოსვლის შემდეგ სერიალს ეწოდა „ორიგინალური სერიალი“ (ინგლ. The Original Series).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალში მოქმედება მიმდინარეობს XXIII საუკუნეში (2264—2269 წლები) და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის კოსმოსურ ხომალდ USS ენტერპრაიზ NCC-1701_ის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ, კაპიტან ჯეიმზ კირკის მეთაურობით.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტერპრაიზის ძირითადი გუნდი
მსახიობი როლი
უილიამ შეტნერი ჯეიმზ კირკი „ენტერპრაიზის“ მეთაური, კაპიტანი ჯეიმზ კირკი
ლეონარდ ნიმოი სპოკი პირველი ოფიცერი და სამეცნიერო განყოფილების ხალმძღვანელი სპოკი
დეფორესტ კელი ლეონარდ მაკ-კოი მთავარი ექიმი ლეონარდ მაკ-კოი
ჯეიმზ დუჰანი მონტგომერი სკოტი „ენტერპრაიზის“ მთავარი ინჟინერი მონტგომერი სკოტი
ნიშელ ნიკოლსი ნიოტა უჰურა ლეიტენანტი, მეკავშირე ნიოტა უჰურა
ჯორჯ ტაკეი ჰიკარუ სულუ ლეიტენანტი, მესაჭე ჰიკარუ სულუ
უოლტერ კენიგი პაველ ჩეხოვი შტურმანი პაველ ჩეხოვი
მეჯელ ბარეტი კრისტინ ჩაპელი უფროსი ექთანი კრისტინ ჩაპელი
გრეის ლი უიტნი ჯენის რენდი ჯენის რენდი
საპილოტე ეპიზოდის მსახიობები
მსახიობი როლი
ჯეფრი ჰანტერი კრისტოფერ პაიკი კაპიტანი კრისტოფერ პაიკი
ლეონარდ ნიმოი სპოკი სპოკი
მაჟელ ბარეტი ნომერი ერთი ნომერი ერთი
ლაუელ გუდვინი ჯ. მ. კოლტი ჯ. მ. კოლტი
ჯონ ჰოიტი ფილიპ ჰოიტი ექიმი ფილიპ ჰოიტი
პიტერ დარია ჯოშ ტაილერი ლეიტენანტი ჯოშ ტაილერი
ადამ როარკე გარისონი გარისონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]