ვარსკვლავთკარიბჭის ქრონოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტატიაში აღნუსხულია ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში მოხდარი მოვლენები, რომელთაც გავლენა იქონიეს ციკლის სხვადასხვა ეპიზოდებსა და ზოგად მიმდინარეობაზე. მაშასადამე, სტატიაში მოცემულია მხოლოდ საკვანძო თარიღები.


ვარსკვლავთკარიბჭის მატიანე

დრო მოვლენა
უცნობი ხანა ასეულობით მილიონი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში მცხოვრებ მშვიდობისმოყვარე, მეცნიერებისკენ მიდრეკილ ალტერანებს გამოეყოფა რელიგიურ მორწმუნეთა ჯგუფი, ორაები. თავდაპირველად, ორაებსა და ალტერანებს შორის მშვიდობა სუფევდა, მაგრამ, მრავალი წლის შემდეგ, ორაები რელიგიურმა ფანატიზმმა შეიპყრო, მათ ალტერანები ერეტიკოსებად გამოაცხადეს და მათზე დევნა გამოაცხადეს. მშვიდობისმოყვარე ალტერანები უზარმაზარი ხომალდებით გალაქტიკიდან გადაიხვეწებიან.

დაახლოებით ამავე დროს უნდა განეკუთვნებოდეს ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონება. მისი გამომგონებელი უნდა იყოს ამელიუსი, ერთ-ერთი ალტერანი, რომლის რვეულშიც ჩანს ვარსკვლავთკარიბჭის მონახაზები. ეს ეპიზოდი ნაჩვენებია 2008 წელს გამოსულ ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე: ჭეშმარიტების კიდობანი“.

მილიონობით წლის წინ ალტერანთა დაფუძნება ირმის ნახტომში და ვარკვლავთკარიბჭეთა ქსელის შექმნა.

ირმის ნახტომიდან ალტერანთა გაქრობა გამოიწვია უცნობმა სენმა, ჟამმა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მათი ცივილიზაცია. ვინაიდან ამ სენის სიმპტომები ძალიან ჰგავს ორაების მქადაგებელთა მიერ ურწმუნოებში გავრცელებული ინფექციის სიმპტომებს, დანიელ ჯექსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველები ორაებმა დაასნებოვნეს, რადგან ისინი ალტერანებს ისევ მტრებად თვლიდნენ. განადგურებისაგან თავის დასაღწევად ალტერანები პეგასის გალაქტიკაში გადაიხვეწებიან ქალაქ-ხომალდების მეშვეობით. გადახვეწის წინ ისინი ხელახლა აღმოაცენებენ სიცოცხლეს ირმის ნახტომში დაკარას ზეიარაღის წყალობით. პეგასში მათ პირველ კოლონიას წარმოადგენს პლანეტა ლანტეა, ამიტომაც მათ, მოგვიანებით, ლანტიელები უწოდეს..

10000 ჩვ. წ-მდე ლანტიელთა და რეიფებს შორის ომის დასასრული პეგასის გალაქტიკაში. დამარცხებული ლანტიელები ვარსკვლავთკარიბჭით ბრუნდებიან დედამიწაზე.

პეგასიდან წასვლის წინ ისინი ძირავენ ქალაქ ატლანტისს ლანტეის ოკეანეში, რათა გადაარჩინონ იგი რეიფებისაგან.


დედამიწაზე დაბრუნებულები ხვდებიან პრიმიტიულ ადამიანებს, ისინი აარსებენ ოთხ დიდ რასათა კავშირს სხვა დიდ ცივილიზაციებთან — ასგარდებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან. სწორედ მაშინ დაერქვათ მათ ძველები, ასე უწოდებდნენ მათ სხვა ცივილიზაციები წარმომადგენლები.

ჩვ.წ.ა-მდე რამდენიმე ათასი წლის წინ ირმის ნახტომში გოა'ულდთა იმპერიის აღმოცენება, რა ჩამოდის დედამიწაზე და იმორჩილებს მას.

გოა'ულდები ათასობით დედამიწელ მონას ასახლებენ სხვა პლანეტებზე და ქმნიან ჯაფათა რასას პლანეტა დაკარაზე.

3000 ჩვ. წ-მდე ეგვიპტელების აჯანყება გოა'ულდების ბატონობის წინააღმდეგ, რას განდევნა დედამიწიდან.

დაახლოებით ამავე დროს ხდება ჯაფათა ტომის, სოდანების, ამბოხი გოა'ულდების წინააღმდეგ.

≈ 1-ელ წელი გოა'ულდი დედოფალი ეგერია აარსებს ტოკ'რას (გოუ'აულდურად რას წინააღმდეგ), მოძრაობას რომლის მიზანია გოა'ულდი სისტემათა მბრძანებლების დამხობა.
1799 წ. ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარს ეგვიპტიდან ჩამოაქვს გოა'ულდური არტეფაქტები, მათ შორის შეკმეტის ქოთანი.
1928 წ. პროფესორმა ლანგფორდმა გიზაში აღმოაჩინა ვარსკვლავთკარიბჭე.
1945 წ. ამერიკის შეიარაღებული ძალები ხელთ იგდებენ ვარსკვლავთკარიბჭეს, ხოლო საბჭოელები კი — ასაკრეფ დანადგარ-ს.

ამერიკის შეიარაღებული ძალები შესძლებენ ჰიპერხვრელის გახსნას სხვა პლანეტისაკენ, მაგრამ ამ დროს წარმოქმნილი გართულებების გამო პროექტი დავიწყებას მიეცემა.

მე-20 საუკუნის 80-იანი წწ. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები აახლებენ ვარსკვლავთკარიბჭის პროექტს.
1996 წ. დოქტორ დანიელ ჯექსონის წყალობით ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები შესძლებენ ჰიპერგვირაბის გახსნას პლანეტა აბიდოსისაკენ. სამხედრო რაზმი პოლკოვნიკ ჯეკ ო'ნილის მეთაურობით გაიგზავნება, ისინი კლავენ რას, დოქტორი დანიელ ჯექსონი საცხოვრებლად აბიდოსზე რჩება.

პროექტი მივიწყებას მიეცემა, რადგან ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აზრით ვარსკვლავთკარიბჭის ერთადერთი მიმართულებაა აბიდოსი, რომლის კარიბჭეც მათი ცნობებით განადგურებულია.

1997-1998 წწ. ჯაფების რაზმი გოა'ულდ აპოფისის მეთაურობით იჭრება SGC -ში და ტყვედ აჰყავთ სერჟანტი ქალი.

პოლკოვნიკი ჯეკ ო'ნილი, კაპიტანი სამანტა კარტერი, მაიორები ჩარლზ კავალსკი და ლოუის ფერეტი გამოკვლევის ჩასატარებლად მიემართებიან აბიდოსზე.

შა'რეს და სკაარას გოა'ულდები გაიტაცებენ პლანეტა ჩულაკზე და გოა'ულდთა მატარებლებად აქცევენ.

ვარსკვლავთკარიბჭის პროექტი გააქტიურებულია და ყალიბდება SG-ის რაზმები.


SG-1 ხვდება ასგარდებს, ნოქსებს და ტოლანებს.

1998-1999 წწ. ტოკ'რასთან შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის დაწყება.

1-ელი უშუალო კონტაქტი ასგარდებთან. ვარსკვლავთკარიბჭის მე-8 შევრონის დანიშნულების გაცნობა - სხვა გალაქტიკასთან ჰიპერგვირაბის დასამყარებლად კოორდინატების შესწორება.

1999-2000 წწ. SGC-ს დაპყრობა უცხოპლანეტელების მიერ.

რეპლიკატორთა გამოჩენა.

2000-2001 წწ. SGC-სათვის ცნობილი ხდება, რომ რუსებსაც აქვთ ვარსკვლავთკარიბჭე და პროგრამა.

X-301-ის (სახეცვლილი გლაიდერი) — პირველი გამანადგურებლის აგება.

2001-2002 წწ.

ანუბისის გამოჩენა.

ანუბისი ადგილს უცვლის ნაკვადას შემცველ ასტეროიდს, რათა დედამიწისთან მისმა შეჯახებამ ამ უკანასკნელის განადგურება გამოიწვიოს.

რადიოაქტიური ნაკვადას დასხივებისაგან კვდება დანიელ ჯექსონი, მაგრამ ერთერთი ძველის, ომა დესალას დახმარებით იგი ამაღლდება.