ვარსკვლავების აკადემია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
”ვარსკვლავების აკადემიის” განსხვავებული ვერსიების ადგილმდებარეობა

██ საკუთარი ვერსია

██ საერთო ვერსია

ვარსკვლავების აკადემია არის ენდემოლის მიერ დადგმული უაღრესად წარმატებული სატელევიზიო შოუს ფორმატი, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.

სექციების სია

[რედაქტირება] შოუს შესახებ

[რედაქტირება] ფორმატი

მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ვარსკვლავების აკადემიის უამრავი ვერსია. ყოველ ქვეყანას შოუს საკუთარი ვარიანტი გააჩნია, თუმცა ფორმატი ყველგან საერთოა: კონკურსანტები გარკვეული დროით დახურულ სასწავლებელში ცხოვრობენ. ამ სასწავლებელს ”აკადემია” ეწოდება და იმართება დირექტორის მიერ. მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა სახის არტისტულ დისციპლინებში წვრთნიან. მაყურებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს კონკურსანტთა აკადემიაში ცხოვრებას დღისა და ღამის განმავლობაში (კამერების იდეა გადმოღებულია ენდემოლისავე ცნობილი რეალური შოუდან ”Big Brother”). კვირაში ერთხელ მონაწილეები პრაიმ-ტაიმ შოუზე ასრულებენ მთელი კვირის მანძილზე მომზადებულ სასიმღერო ნომრებს, აქვე აჯამებენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში ”აკადემიაში” მიღწეულ წარმატებებსა და მარცხს. ხშირად პროექტი ცნობად სახეებს იწვევს და კონკურსანტებს მათთან ერთად სიმღერის საშუალებას აძლევს. კვირაში ერთხელ, მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგებითა და ჟიურის გადაწყვეტილებით ყველაზე სუსტი მონაწილე პროექტს ტოვებს. გამარჯვებული კი ჯილდოვდება საკუთარი CD-თ, ჩვეულებრივ გარკვეული ოდენობის თანხითაც.

[რედაქტირება] ისტორია

პროექტის იდეა ეკუთვნის ესპანურ პროდუქციულ კომპანიას Gestmusic, რაც წარმოადგენს ენდემოლის ესპანურ განშტოებას. საფრანგეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სატელევიზიო საშუალებით შოუს გავრცელება წამოიწყო 2001 წლის 20 ოქტომბერს. ორი დღის შემდგომ კი Operación Triunfo (პროექტის სახელწოდება ესპანურენოვან ქვეყნებში) ესპანეთმაც გადასცა.

მას შემდგომ, ვარსკვლავების აკადემიის ფენომენმა სწრაფი გზით გავრცელება იწყო და განსაკუთრებით დიდ პოპულარობას მიაღწია ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საფრანგეთი და რუსეთი.

დღეისათვის ვარსკვლავების აკადემია ”Big Brother”-ის შემდგომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეალური შოუა. მას გადასცემენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, არაბული სამყარო, აშშ. ის პირველი ესპანური ფორმატია, რაც ამ სახელმწიფოებმა აითვისეს. შოუ ემსგავსება ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა ”Idol”, მათ შორის განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ აკადემია, Idol-ისგან განსხვავებით, აშუქებს მონაწილეების პერსონალურ ცხოვრებას, მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.

ვარსკვლავების აკადემია სასიმღერო კონკურსია, რომელსაც ყოველ კვირას მაყურებელთა ხმის უმცირესობის მფლობელი კონკურსანტი ეთიშება, პროექტი კი გრძელდება მანამ, სანამ მაყურებელი ერთადერთ გამარჯვებულს არ გამოავლენს.

[რედაქტირება] ვარსკვლავების აკადემია მსოფლიოში

რეგიონი ადგილობრივი სახელწოდება / ოფიციალური ვებ-გვერდი არხი გამარჯვებული
კენიის დროშა ნიგერიის დროშა სამხრეთ აფრიკის დროშა ტანზანიის დროშა
ზამბიის დროშა ბოტსვანის დროშა განის დროშა მალავის დროშა
ნამიბიის დროშა უგანდის დროშა ზიმბაბვეს დროშა
აფრიკა[1]
Project Fame
ვებ-გვერდი
M-Net

სეზონი 1, 2004: ზამბიის დროშა Lindiwe Alam

ალჟირის დროშა ბაჰრეინის დროშა ეგვიპტის დროშა ერაყის დროშა
იორდანიის დროშა ქუვეითის დროშა ლიბანის დროშა ლიბიის დროშა
მაროკოს დროშა ომანის დროშა პალესტინის დროშა კატარის დროშა
საუდის არაბეთის დროშა სუდანის დროშა სირიის დროშა ტუნისის დროშა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა იემენის დროშა ჯიბუტის დროშა კომორის კუნძულების დროშა
სომალის დროშა მავრიტანიის დროშა არაბული სამყარო[2]
Star Academy
ვებ-გვერდი
Lebanese Broadcasting Corporation

სეზონი 1, 2003-2004: ეგვიპტის დროშა Mohamed Attia
სეზონი 2, 2004-2005: საუდის არაბეთის დროშა Hisham Abdulrahman
სეზონი 3, 2005-2006: ლიბანის დროშა Joseph Attieh
სეზონი 4, 2006-2007: ერაყის დროშა Shatha Hassoun
სეზონი 5, 2007-2008: ტუნისის დროშა Nader Quirat
სეზონი 6, 2009: მიმდინარე სეზონი

არგენტინის დროშა არგენტინა Operación Triunfo
ვებ-გვერდი
Telefe

სეზონი 1, 2003: კლაუდიო ბასო
სეზონი 2, 2004-2005: ხოსე გარსია
სეზონი 3, 2005-2006: ბენჯამინ როზალესი
სეზონი 4, 2009: დამდეგი სეზონი

ბელგიის დროშა ბელგია Star Academie (ფრანგული)
ფრანგული ვებ-გვერდი
RTL-TVi

სეზონი 1, 2002: მელანი მარტენი

Star Academy (ჰოლანდიური)
ჰოლანდიური ვებ-გვერდი
Kanaal Twee

სეზონი 1, 2005: Katerine Avgoustakis

ბრაზილიის დროშა ბრაზილია FAMA
ვებ-გვერდი
Globo

სეზონი 1, 2002: ვანესა ჯექსონი
სეზონი 2, 2003: მარკუს ვინისიუსი
სეზონი 3, 2004: ტიაგო სილვა
სეზონი 4, 2005: ფაბიო სოუზა

ბულგარეთის დროშა ბულგარეთი Star Academy
ვებ-გვერდი
Nova Television

სეზონი 1, 2005: მარინ იონჩევი

კანადის დროშა Flag of Quebec.svg
კანადა-კვებეკი
Star Académie
ვებ-გვერდი
TVA

სეზონი 1, 2003: უილფრედ ლე ბუტიიე
სეზონი 2, 2004: სტეფანი ლაპუანტი
სეზონი 3, 2005: მარკ-ანდრე ფორტენი
სეზონი 4, 2009: მიმდინარე სეზონი

ჩილეს დროშა ჩილე Operación Triunfo
ვებ-გვერდი
Red Televisiva Megavisión

სეზონი 1, 2003: მონიკა როდრიგესი

კენიის დროშა ტანზანიის დროშა უგანდის დროშა
აღმოსავლეთი აფრიკა[3]
Tusker Project Fame
ვებ-გვერდი
M-Net (აფრიკა)
NTV - Kenya (კენია)
Channel 10 (ტანზანია)
Uganda Broadcasting Corporation (უგანდა)

სეზონი 1, 2006: კენიის დროშა ვალერი კიმანი

Tusker Project Fame
ვებ-გვერდი
Citizen TV (კენია)
StarTV (ტანზანია)
WBS (უგანდა)

სეზონი 2, 2008: უგანდის დროშა ესთერ ნაბაასა მუგიზი
სეზონი 3, 2009: დამდეგი სეზონი

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი Star Academy
ვებ-გვერდი
TF1

სეზონი 1, 2001-2002: ჟენიფერ ბარტოლი
სეზონი 2, 2002: ნოლუენ ლერუა
სეზონი 3, 2003: ელოდი ფრეჟე
სეზონი 4, 2004: გრეგორი ლემარშალი
სეზონი 5, 2005: მაგალი ვაე
სეზონი 6, 2006: სირილ სინელიუ
სეზონი 7, 2007-2008: კანტენ მოსიმანი
სეზონი 8, 2008: მიკელ რეა

საქართველოს დროშა საქართველო ვარსკვლავების აკადემია რუსთავი 2

სეზონი 1, 2008: დიტო ლაგვილავა
სეზონი 2, 2009: გაუქმდა

გერმანიის დროშა გერმანია Fame Academy
ვებ-გვერდი
RTL II

სეზონი 1, 2003-2004: Become One [4]

საბერძნეთის დროშა საბერძნეთი Fame Story
ვებ-გვერდი
ANT1

სეზონი 1, 2002-2003: Notis Christodoulou
სეზონი 2, 2004: კალომოირა სარანტი
სეზონი 3, 2004-2005: პერიკლეს სტერგიანოუდესი
სეზონი 4, 2006-2007: ლეონიდას ბალაფასი

ინდოეთის დროშა ინდოეთი Fame Gurukul
ვებ-გვერდი
Sony Entertainment Television

სეზონი 1, 2005: Qazi Touqeer & Ruprekha Banerjee

Celebrity Fame Gurukul [5]
ვებ-გვერდი

სეზონი 1, 2005: Amit Sareen

Fame X Academy[6]
ვებ-გვერდი
SAB

სეზონი 2, 2007: Rehan Khan

იტალიის დროშა იტალია Operazione Trionfo
ვებ-გვერდი
Italia 1

სეზონი 1, 2002: Bruno Cuomo

ალჟირის დროშა ლიბიის დროშა მაროკოს დროშა ტუნისის დროშა
მაღრიბი[7]
Star Academy
ვებ-გვერდი
Nessma TV

სეზონი 1, 2007: მაროკოს დროშა Hagar Adnane (Hajar Adnan)

მექსიკის დროშა მექსიკა Operación Triunfo
ვებ-გვერდი
Televisa

სეზონი 1, 2002: დარინა მარკესი

მოლდოვის დროშა მოლდოვა Fabrica de staruri
ვებ-გვერდი
Prime
2 plus

სეზონი 1, 2008-2009: Alexandru Manciu

ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი Star Maker
ვებ-გვერდი
Yorin
Veronica

სეზონი 1, 2001: K-otic [8]

Star Academy
ვებ-გვერდი
Yorin

სეზონი 2, 2002: შეწყდა

ფილიპინების დროშა ფილიპინები Pinoy Dream Academy
ვებ-გვერდი
ABS-CBN
Studio 23

სეზონი 1, 2006: Yeng Constantino
სეზონი 2, 2008: Laarni Lozada

Pinoy Dream Academy: პატარა მეოცნებეები სეზონი 1, 2008: Philip Nolasco
პოლონეთის დროშა პოლონეთი Fabryka Gwiazd
ვებ-გვერდი
Polsat

სეზონი 1, 2008: მარტინა მელოსიკი

პორტუგალიის დროშა პორტუგალია [9] Operação Triunfo
ვებ-გვერდი
Rádio e Televisão de Portugal

სეზონი 1, 2003: სოფია ბარბოსა
სეზონი 2, 2003-2004: სოფია ვიქტორია
სეზონი 3, 2007-2008: ვანია ფერნანდესი

Academia de Estrelas
ვებ-გვერდი
TVI

სეზონი 1, 2002-2003: Mané Crestejo

Academia de Famosos [5]
ვებ-გვერდი

სეზონი 1, 2003: რომანა

რუმინეთის დროშა რუმინეთი Star Factory
ვებ-გვერდი
Prima TV

სეზონი 1, 2003-2004: ალექსი

რუსეთის დროშა რუსეთი Фабрика Звезд
ვებ-გვერდი
1TV

სეზონი 1, 2002: "კორნი"
სეზონი 2, 2003: პოლინა გაგარინა
სეზონი 3, 2003: ნიკიტა მალინინი
სეზონი 4, 2004: ირინა დუბცოვა
სეზონი 5, 2004: ვიქტორია დაინეკო
სეზონი 6, 2006: დიმიტრი კალდუნი
სეზონი 7, 2007: ანასტასია პრიხოდკო
სეზონი 8, 2009: დამდეგი სეზონი

ესპანეთის დროშა ესპანეთი Operación Triunfo
ვებ-გვერდი
TVE

სეზონი 1, 2001-2002: როზა ლოპესი
სეზონი 2, 2002-2003: Ainhoa Cantalapiedra
სეზონი 3, 2003-2004: Vicente Seguí

Operación Triunfo
ვებ-გვერდი
Telecinco

სეზონი 4, 2005: სერხიო რივერო
სეზონი 5, 2006-2007: ლორენა გომესი
სეზონი 6, 2008: ვირჯინია მაესტრო
სეზონი 7, 2009-2010: დამდეგი სეზონი

თურქეთის დროშა თურქეთი Akademi Türkiye
ვებ-გვერდი
ATV Turkey

სეზონი 1, 2004: ბარიშ აქარსუ

Star Akademi Türkiye
ვებ-გვერდი
Kanal 1

სეზონი 2, 2008: ბაჰადირ სალამი

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო Fame Academy
ვებ-გვერდი
BBC One
BBC Three

სეზონი 1, 2002: შოტლანდიის დროშა დევიდ სნედონი
სეზონი 2, 2003: ინგლისის დროშა ალექს პარკსი

Comic Relief Does Fame Academy[5]
ვებ-გვერდი

სეზონი 1, 2003: ინგლისის დროშა უილ მელორი
სეზონი 2, 2005: შოტლანდიის დროშა ედიტ ბოუმანი
სეზონი 3, 2007: ინგლისის დროშა ტარა პალმერ-ტომკინსონი

Fame Academy Bursary
ვებ-გვერდი

სეზონი 1, 2004: დენიელ ალინსონი, დენიელ პაუელი,
დევიდ რიმბოლტი, შონა კიპლინგი & ვიშალ გოპალი
სეზონი 2, 2005: Unknown names
სეზონი 3, 2006: Unknown names
სეზონი 4, 2007: Unknown names

უკრაინის დროშა უკრაინა Фабрика Зірок
ვებ-გვერდი
Novy TV

სეზონი 1, 2007-2008: Olga Tsibulska
სეზონი 2, 2008: Volodimir Dantes & Vadim Oliïnik

აშშ-ის დროშა აშშ The One: Making a Music Star
ვებ-გვერდი
American Broadcasting Company
Canadian Broadcasting Corporation (კანადა)

სეზონი 1, 2006: გაუქმდა[10]

განის დროშა ლიბერიის დროშა ნიგერიის დროშა სიერა-ლეონეს დროშა
დასავლეთი აფრიკა[11]
Project Fame
ვებ-გვერდი
NTA

სეზონი 1, 2008: ნიგერიის დროშა Inyanya Mbuk

სერბეთის დროშა ხორვატიის დროშა ჩერნოგორიის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა მაკედონიის დროშა
დასავლეთ ბალკანეთი[12]
Operacija trijumf / Операција Триумф
Website
B92 (სერბეთი)
Nova TV (ხორვატია)
TV In (მონტენეგრო)
Radiotelevision of Bosnia-Herzegovina (FTV)/Radio Televizija Republike Srpske (RTRS) (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
A1 TV (მაკედონია)

სეზონი 1, 2008-2009: ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა Adnan Babajić
სეზონი 2, 2009-2010: დამდეგი სეზონი

  1. პან-რეგიონალური ვერსია 11 აფრიკული ქვეყნის მონაწილეობით: ბოტსვანა, განა, კენია, მალავი, ნამიბია, ნიგერია, სამხრეთი აფრიკა, ტანზანია, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე.
  2. ლიბანური წარმოების პან-არაბული ვერსია, სადაც მონაწილეობას ღებულობს 19 კონკურენტი არაბული სამყაროს ქვეყნებიდან: ალჟირი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, პალესტინა, კატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
  3. გაერთიანებული ვერსია კონკურენტებით კენიიდან, ტანზანიიდან და უგანდიდან.
  4. ექვსი წევრისგან შემდგარი ბანდა.
  5. 5.0 5.1 5.2 VIP ვერსია.
  6. სერიები წარმოადგენდა ენდემოლის Fame Gurukul-სა და FremantleMedia-ს Factor X-ის კომბინაციას. დადგმული იყო ენდემოლის მიერ.
  7. ადაპტაცია მაღრიბის არეალისთვის. მონაწილეობას ღებულობენ შემდეგი სახელმწიფოები: მაროკო, ალჟირი, ლიბია და ტუნისი.
  8. შვიდი წევრისგან შემდგარი ბანდა.
  9. ენდემოლმა შექმნა 2 ვერსია თითოეული არხისათვის.
  10. ეს სერია გაუქმებულ იქნა, ორი კვირისა და ოთხი ეპიზოდის შემდეგ, საბოლოო შედეგების გარკვევის გარეშე.
  11. ერთობლივი ვერსია კონკურენტებით განიდან, ლიბერიიდან, ნიგერიიდან და სიერა-ლეონედან.
  12. ერთობლივი ვერსია კონკურენტებით სერბეთიდან, ხორვატიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან და მაკედონიიდან.

[რედაქტირება] ვარსკვლავების აკადემიის სპეც-კონცერტები

ქვეყანა კონცერტი გამარჯვებული
დროშა: ესპანეთი ესპანეთი "Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი EUROBEST ჩენოა (ესპანეთიდან)
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი WORLDBEST ელოდი (საფრანგეთიდან)

[რედაქტირება] EUROBEST

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
დროშა: ესპანეთი ესპანეთი ჩენოა (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) "it 's raining men"
დროშა: ბელგია ბელგია მელანი მარტენი "Like a prayer"
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო ლემარი (Fame Academy 1-ის ფინალისტი) "with or without you"
დროშა: პორტუგალია პორტუგალია Mané Crestejo და ლიდია "Sussudio"
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი Notis Christodoulou "1,2,3…Maria"
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ნოლუენ ლერუა "I will always love you"
ნიდერლანდის დროშა ჰოლანდია სიტა ვერმეულენი "All I wanna do"
რუსეთის დროშა რუსეთი კორნი "We will rock you"
იტალიის დროშა იტალია ბრუნო კუომო "Sorry seems to be the hardest word"

[რედაქტირება] "Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა)

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
დროშა: ესპანეთი ესპანეთი Ainhoa Cantalapiedra "Sobreviviré"
მექსიკის დროშა მექსიკა დარინა მარკეზი "Mujer contra mujer"
დროშა: ბრაზილია ბრაზილია ვანესა ჯექსონი "De volta pra mim"
იტალიის დროშა იტალია ბრუნო კუომო "L'atmosfera"

[რედაქტირება] WORLDBEST

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
დროშა: ესპანეთი ესპანეთი მიგელი და დავინია (Operación Triunfo 3-ის ფინალისტები) "As"
დროშა: არგენტინა არგენტინა ემანუელი (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) "Feel"
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო ალისტეირი (Fame Academy 2-ის ფინალისტი) "Everything I do"
დროშა: ბრაზილია ბრაზილია ნალანდა (FAMA 1-ის ფინალისტი) "Whenever"
ჩილეს დროშა ჩილე მონიკა როდრიგესი "Lady marmalade"
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ელოდი ფრეჟე "S'il suffisait d'aimer"
ლიბანის დროშა ლიბანი ბრუნო (ლიბანიდან, Star Academy 1-ის ფინალისტი) "The cup of life"
დროშა: რუსეთი რუსეთი იულია (Фабрика Звезд 2-ის ფინალისტი) "Thorn"
მექსიკის დროშა მექსიკა დარინა მარკესი "Hero"
დროშა: კანადა კანადა უილფრედ ლე ბუტიიე და Marie-Elaine "Turn around"
დროშა: გერმანია გერმანია Become One "Fame"

[რედაქტირება] ვარსკვლავების აკადემიის პაროდიები

[რედაქტირება] ვარსკვლავების აკადემიის მსგავსი პროექტები

[რედაქტირება] იცით თუ არა, რომ...

  • როზა ლოპესი, ესპანეთიდან, პირველი გამარჯვებულია.
  • მექსიკაში ”აკადემიას” ”ინსტიტუტი” ეწოდა.
  • პორტუგალიაში დეკორაცია და აკადემია ესპანურს ზედმიწევნით ემსგავსება, ჩილეში კი - არგენტინულს.
  • მარინ იონჩევმა, ბულგარეთიდან, პროექტში 17 წლის ასაკში გაიმარჯვა.
  • დარინა მარკეზი (მექსიკიდან) და ქენტინ მოსიმანი (საფრანგეთიდან) ნომინირებული არასდროს ყოფილან.
  • პირველი სეზონის გამავლობაში ესპანეთში 6 მილიონი ალბომი გაიყიდა.
  • BBC-მ აკადემია გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ყურებად გადაცემად დაასახელა.
  • ბრაზილიის ტელევიზიის TV Globo რეიტინგი პროექტმა თითქმის ორჯერ გაზარდა.
  • იტალიაში, პროექტმა Operazione Trionfo 30 საუკეთესო ჩარტში საბოლოოდ 7 სიმღერა დააგროვა.
  • რუსული ”ვარსკვლავების ფაბრიკის” ვებსაიტს დღეში თითქმის 60,000 ადამიანი სტუმრობს.
  • ვანესა ჯექსონმა, ბრაზილიიდან პროექტში FAMA მაყურებელთა 18 მილიონი ხმით გაიმარჯვა.
  • არაბულ სამყაროში, აკადემია ყველაზე ყურებადი სატელევიზიო პროგრამაა.
  • ინდოეთმა პროექტის 2 გამარჯვებული გამოავლინა.
  • რუსეთში, პაშა არტემიევმა გადაწყვიტა მოგებული პრიზი მეგობრებთან გაენაწილებინა. ასე ჩამოყალიბდა რუსული ბოი-ბენდი ”კორნი”.
  • ”გამარჯვებულთა გალაში” მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო დევიდ შედონი, გაერთიანებული სამეფოდან, თუმცა მან წასვა ვერ შეძლო.
  • პორტუგალიაში, ორი სატელევიზიო არხი ენდემოლის მიერ დადგმული აკადემიის 2 განსხვავებულ ვერსიას გადასცემს.
  • დევიდ შედონმა (გაერთ. სამეფოდან) პროექტში თავის დროზე ჩაანაცვლა ნაომი, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა აკადემია ყელზე შექმნილი პრობლემების გამო.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე