ვარსინაის-სუომი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ტურკუ |
| მოსახლეობა (2009) | 461 100 კაცი |
| სიმჭიდროვე | 42.3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 10 910.05 ათ. კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Finland Proper | |
ვარსინაის-სუომი, იგივე ნამდვილი ფინეთი ან სამხრეთ-დასავლეთი ფინეთი (ფინ: Varsinais-Suomi, შვედ: Egentliga Finland) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბოტნიისა და ფინეთის ყურეების სანაპიროზე. წარსულში, მხოლოდ ამ რეგიონს ეწოდებოდა ფინეთი, რომელიც შემდეგ მთელს ქვეყანაზე გავრცელდა. ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონებს - სატაკუნტას, კანტა-ჰიამეს და უუსიმაას. ფართობი შეადგენს 10 910.05 კმ²-ს, მოსახლეობა 461 100 ადამიანს (2009 წ.). მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქალაქ ტურკუს აგლომერაციაში, შიდა ნაწილი კი სუსტადაა დასახლებული.
რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტურკუს არქიპელაგი, რომლის სანაპიროც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დანაწევრებულია, ამავე დროს, შედგება ათასობით კუნძულისაგან.
ვარსინაის-სუომი 28 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, რომელთა შორის თერთმეტს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ტურკუ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||