ვარნის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარნის ყურე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ყურე
უდიდესი სიღრმე 18 
მარილიანობა 17 

ვარნის ყურე (ბულგ. Варненски залив) — შავი ზღვის ყურე ბულგარეთის სანაპიროზე. ხმელეთში იჭრება 3 კმ-ზე. შესასვლელთან სიგანე 7 კმ აღწევს. სიღრმე 10-18 მ. მკაცრ ზამთარში იყინება. ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაპირები ამაღლებულია, დასავლეთი — დადაბლებული. ვარნის ყურესთან სანაოსნო არხით დაკავშირებულია ვარნისა და ბელოსლავის ტბები. ვარნის ყურეში მდებარეობს ქალაქი და პორტი ვარნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]