ვარნის ნეკროპოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარნის ნეკროპოლისზე აღმოჩენილი ნივთები

ვარნის ნეკროპოლისი (ბულგ. Варненски некропол) — უძველესი ნეკროპოლისი ვარნის ტერიტორიაზე, ბულგარეთი. ვარნის ნეკროპოლისი შემთხვევით აღმოაჩინეს 1972 წელს ვარნის დასავლეთ, სამრეწველო რაიონში, დაახლოებით 500 მეტრში ვარნის ტბიდან და 4 კილომეტრში ქალაქის ცენტრიდან. ნეკროპოლისი ითვლება ნეოლითური ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს არქეოლოგიურ ძეგლად.

1972 წელს კაბელებზე მუშაობის დროს ექსკავატორის მძღოლმა შემთხვევით აღმოაჩინა რამდენიმე პატარა მბრწყინავი ნივთი, დეტალური დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა უძველესი ოქროს ნივთები და კერემიკის ნაშთები.

ვარნის ნეკროპოლისი თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]