ვარნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარნეთი — გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, ამავე სახელწოდების ნასოფლარის მახლობლად, მაღალ მთაზე.

ამჟამად ციხეც და მის ფარგლებში მოქცეული ორსართულიანი დარბაზული ეკლესიაც დანგრეულია. ეკლესია გაუთლელი ქვით იყო ნაგები. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია უხეშად ნათალი ქვა. პირველი სართული თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული, მეორე სართულისაგან შემორჩენილია აფსიდა კედლის მხატვრობის ნაშთით და სამხრეთი კედლის მიმდებარე ნაწილი. 1970 წელს ვარნეთის მახლობლად მდინარე მტკვრის ნაპირზე ხვნის დროს ამოყარეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ქვები - ვოლუტებიანი სვეტისთავი და შესასვლელის 2 საპირე ქვა (დატოვებულია ადგილზე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ვარნეთის ეკლესია № 10861
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ვარნეთის ციხე № 10863