ვარლამ ჟურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟურული.
ვარლამ ჟურული
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1908(1908-09-15)
დაბადების ადგილი ჩიბათი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1965(1965-01-30) (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვარლამ ნიკოლოზის ძე ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს. ამავე პერიოდში წარდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“. იყო ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ 1924 წელს გამოქვეყნდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებულ „ახალთაობელებს“.

ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა“, „ნარაზენი“, „ჩრდილოეთის დაპყრობა“ (1940), „ჩვენიგაზაფხული“ (1950), „ლირიკა“ (1956), „ჩემი მერცხლები“ (1960), „ვაზის ცრემლები“ (1962) და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. გარდა ამისა მისი მწერლური ნიჭი ქართულ კინოსაც შეეხო. იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის, სადიქტორო ტექსტის ავტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 262.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 307, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]