ვარკეთილი (თბილისის მეტრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვარკეთილი (მეტროსადგური))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარკეთილი (მრავალმნიშვნელოვანი).
„ვარკეთილი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

სამგზავრო დარბაზი 2022 წლის დეკემბრისთვის
ამოსასვლელი 41°41′30″N 44°52′12″E / 41.6915594799439° ჩ. გ. 44.86995307975718° ა. გ. / 41.6915594799439; 44.86995307975718
რაიონი სამგორის რაიონი
გახსნის თარიღი 9 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-09)
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ვ. ბახტაძე
ა. სურვილაძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ჯავახეთის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
⚙️ ინტერაქტიული სქემაi

სქემის შეკეცვა
პირველი ხაზისაბურთალოს ხაზივარკეთილი
„ვარკეთილი“ ვიკისაწყობში

ვარკეთილითბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სამგორის სადგურის შემდეგ მდებარეობს. გაიხსნა 1985 წლის ნოემბერში. არქიტექტორები ვ. ბახტაძე, ა. სურვილაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

ამ ხაზზე ჯერჯერობით უკანასკნელი სადგურია, მდებარეობს ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების გადაკვეთაზე. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს, ქუჩებს უკავშირდება მიწისქვეშა გადასასვლელებითა და ესკალატორით. აგებულია ღია წესით. მიწისქვეშა დარბაზი კამარით გადახურული ერთიანი სივრცეა. იატაკზე კურსების გრანიტის ფილებია დაგებული. კედლები მოპირკეთებულია ლითონის ფურცლებით.[1]

2007 წელს სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელდა. განახლდა კომუნიკაციები, ინტერიერის დიზაინი. დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.

2017 წელს მოხდა ჭერის კლდის იმიტაციის დეკორაციის დემონტაჟი და მის ადგილზე აიკრა მსუბუქი თაბაშირმუყაო. მატარებლების მოძრაობის ვიბრაციამ კი მოახდინა ამ კონსტრუქციის ჩამონგრევა. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. ამ ინციდენტიდან 2022 წლის დეკემბრამდე ჭერზე იყო დარჩენილი თაბაშირმუყაოს სამაგრები, ხოლო 2022 წლის დეკემბრიდან მეორედ დაიწყო სადგურის რეკონსტრუქცია.[წყარო არ არის მითითებული 490 დღე]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.