ვართან აჯემიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვართან მკრტიჩის ძე აჯემიანი (დ. 28 სექტემბერი [ძვ. სტ. 15 სექტემბერი], 1905 — გ. 24 იანვარი, 1977, ერევანი) — სომეხი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1965). სოციალისტური შრომის გმირი (1975). სსრკ პრემიის ლაურეატი (1951).

1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში. იყო ლენინაკანის თეატრის (1928, ამჟამად ა. მრავიანის სახელობის თეატრი) ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1928–1938, 1943–1947), 1939 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის თეატრის რეჟისორი, 1953 წლიდან — მთავარი რეჟისორი. ამთეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლები: შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“ (1939) და „ქაოსი“ (1959), დემირჭიანის „მშობლიური ქვეყანა“ (1940), „ახალგაზრდა გვარდია“ - ფადეევის მიხედვით (1947) და სხვა. 1944 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]