ვარეზეს ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვარეზეს ტბა | |
|---|---|
| Lago di Varese | |
| კოორდინატები:
/ |
|
| ფართობი | 14,5 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 23 მ |
| საშუალო სიღრმე | 11 მ |
| აუზის ფართობი | 112 კმ² |
| ჩამდინარე მდინარეები | ბარდელო |
ვარეზეს ტბა (იტალ. Lago di Varese) — მყინვარული წარმოშობის ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ზღვის დონიდან 238 მეტრზე. მისი ფართობი 14,5 კმ²-ია, საშუალო სიღრმე 11 მ, მაქსიმალური სიღრმე კი 23 მ.
მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქის აღმოსავლეთით და ლაგო-მაჯორეს ტბის დასავლეთით. ტბის ჩრდილოეთით იშლება პატარა ბორცვები, რომელთა უმაღლესი წერტილის ზღვის დონიდან 1 226 მეტრზე იწევა. სანაპიროებზე გაშენებულია 9 კომუნა.
ტბის რაიონში დაახლოებით 170 სახეობის ფრინველი ბინადრობს.