ვარდკანაფა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვადკანაფა (Eupatorium), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს 3-5-ად დაყოფილი ფოთლები და 3-7 ვარდისფერყვავილიანი კალათები, რომლებიც რთულ ფარისებრ-საგველა ყვავილედებად არის შეკრებილი. შეიცავს 600 (სხვა მონაცემებით 1200) სახეობას. გავრცელებულია ძირითადად ამერიკაში, მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ევრაზიასა და ტროპიკულ აფრიკაში. ვადკანაფას ზოგ სახეობას დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. იყენებენ ხალხურ მედიცინაში და საღებავის დასამზადებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 300, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე