ვარდის მეჩეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდის მეჩეთი სამხრეთიდან 2007 წელს.

ვარდის მეჩეთი (თურქ.: Gül Camii, სიტყვასიტვით: "ვარდის მეჩეთი") — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ოსმალების მიერ მეჩეთად გადაკეთებული. კონსტანტინოპოლის დღემდე შერმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ბიზანტიური შენობა, თუმცა მისი აგების თარიღი დღემდე გაურკვეველია. ის სავარაუდოდ წმინდა თეოდოსიის მონაზონთა მონასტერი უნდა ყოფილიყო (ბერძნ. Μονή τής Άγιας Θεοδοσίας εν τοις Δεξιοκράτους, Monē tis Hagias Theodosias en tois Dexiokratous) ან მაცხოვრის სახელობის მონასტერი (ბერძნ. Μονή του Χριστού του Ευεργέτου, Monē tou Christou tou Euergetou).