ვარდარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდარი
მდინარე ვარდარი (მაკედონია)
მდინარე ვარდარი (მაკედონია)
დახასიათება
სიგრძე 388 კმ
აუზის ფართობი 25, 4 ათ. კმ²
აუზი ეგეოსის ზღვა
წყლის ნაკადი
სათავე მაკედონიის მთები
 · მდებარეობა მაკედონია
 · კოორდინატები

41°45′32″ ჩ. გ. 20°49′54″ ა. გ. / 

შესართავი თერმეკოსის ყურე
 · კოორდინატები

კოორდინატები:40°30′49″ ჩ. გ. 22°42′50″ ა. გ. / 40°30′49″ ჩ. გ. 22°42′50″ ა. გ. / 

განლაგებულია
ვარდარის აუზი
ვარდარის აუზი
ქვეყნები დროშა: მაკედონია მაკედონია, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ქალაქები სკოპიე, ველესი

ვარდარი (მაკედ. Вардар, ბერძნ. Αξιός, Axios, ლათ. Axius) — მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მაკედონიასა და საბერძნეთში. სიგრძე 388 კმ, აუზის ფართობი 25, 4 ათ. კმ. სათავე აქვს მაკედონიის მთებში, მიედინება მთათაშუა ქვაბულში, ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს და ქმნის დაჭაობებულ დელტას.

გაზაფხულსა და შემოდგომა-ზამთარში იცის წყალმოვარდნები. სანაოსნოა ქვემოთში (პატარა გემებისათვის). ვარდარის ნაპირზეა ქალაქები : სკოპიე, ველესი.

მდინარე გამოსახულია ქალაქ სკოპიეს გერბზე, რომელიც თავის მხრივ, ჩართულია ქალაქის დროშაში.[1]

სექციების სია

[რედაქტირება] ვარდარეცის ქარი

ვარდარისი ან ვარდარეცი წარმოადგენს მძლავრ ჩრდილოეთის ქარს, რომელიც უბერავს მდინარის ხევიდან გაშლილი ადგილების ჩათვლით. დამახასიათებელია საბერძნეთის მაკედონიისა და სახელმწიფო მაკედონიისათვის. თავდაპირველად ქარი ჩამოდის მდინარის ხეობაში, შემდეგ ეჯახება მაღალ მთებს, რომლებიც ყოფენ საბერძნეთს სახელმწიფო მაკედონიისაგან, აქ იგი ჩამოდის სხვა მოპირდაპირე მხარეს, სადაც კრებს დიდი რაოდენობით იმპულსს, რის შემდეგადაც მოაქვს ცივი ჰაერის მასები ქალაქ სალონიკში.

აქ არსებული ქარი წააგავს საფრანგეთში არსებულ მისტრალის ქარს. ქარის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ატმოსფერული წნევა აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე ეგეოსის ზღვაში. უფრო ხშირად დამახასიათებელია ზამთრის თვეებში.

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

სახელწოდება ვარდარი როგორც ჩანს წარმოსდგება ვარდარიოსისაგან, რომელიც მომდინარეობს თრაკიული ენიდან, wordo-wori „შავი წყალი“.[2] სახელწოდება ვარდარიოსი (Βαρδάριος) ზოგჯერ გვხვდება ძველ ბერძენთა შორის, იგივე სახელწოდება ფართოდ გამოიყენებოდა ბიზანტიური ეპოქის დროს. მისი ბერძნული სახელწოდებაა აქსიოსი (Αξιός), მოიხსენიება ჰომეროსის მიერ.[3]

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Official portal of the city of Skopje: City symbols. – Retrieved on 13 May 2009.
  2. Orel, Vladimir. A Handbook of Germanic Etymology. Leiden, Netherlands: Brill, 2003: 392.
  3. Axios, Georg Autenrieth, A Homeric Dictionary, at Perseus
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე