ავთანდილ ვარაზი
| ავთო ვარაზი | |
ავთო ვარაზი |
|
| მოღვაწეობა |
მხატვარი |
|---|---|
|
ბიოგრაფიული ცნობები
|
|
| დაბადების თარიღი | |
| დაბადების ადგილი | |
| გარდაცვალების თარიღი | |
| გარდაცვალების ადგილი |
თბილისი |
| დაკრძალვის ადგილი |
თბილისი |
| განათლება |
თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურა, 1943-1948 წლები |
| მოქალაქეობა |
საქართველო |
| ეროვნება |
ქართველი |
| მამა | |
| დედა |
ელისაბედ გასპარიანი-ვარაზისა |
ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 4 მარტი, 1977, თბილისი), ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მშობლები: მამა – ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი), (1888)– პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისი სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ “ექსპერიმენტალურ მედიცინაში” გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კომიტეტმა იგი შესაძლო კანდიდატად მიიჩნია და პირდაპირ დაუშვა მესამე ტურის კონკურსზე. დედა – ელისაბედ გასპარიანი-ვარაზისა.
1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.
ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტები გამსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით("ბუკინისტი", 1964; თვითნასწავლი მხატვრის ვახტანგ რურუას პორტრეტი, 1964 და სხვ; ყველა მხატვრის კუთვნილება).
ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა ("ნატურმორტი მსხლებით", 1973; "ნატურმორტი ლიმონით", 1973; "ყურძენი და ქილა", 1972. ყველა მხატვრის კუთვნილება).
1966-1967 წლებში საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია.
მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი" (სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი), სადაც, ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).
მხატვარი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პრესონალური გამოფენა. გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკის მოდერნ-არტმუზეუმიდან მის ოჯახს მოუვიდა მოწვევა.
[რედაქტირება] ავთო ვარაზის ნამუშევრები ინახება
- საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი);
- სურათების ეროვნული გალერეა (თბილისი);
- ნიუ – იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი;
- ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-ჯერსი, აშშ,
ასევე კერძო კოლექციებში.
[რედაქტირება] პერსონალური გამოფენა
- ელენე ახვლედიანის სახლი – 1971 წ.
[რედაქტირება] მხატვრული ფილმი
- "ფიროსმანი" – რეჟისორი გიორგი შენგელაია, მხატვარი – ავთო ვარაზი, ნიკო ფიროსმანის როლი – ავთო ვარაზი, 1969 წ;
[რედაქტირება] მხატვრის გამონათქვამები
- როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს.მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.
- ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.
- ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი, ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.
- არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.
- რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად “ტყუის” იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
- ძველი ოსტატები “გვკარნახობენ”.
- თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება... გონებაჩლუნგად.
- ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი.
- ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 297, თბ., 1979