ვაჟთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა
20 ნოემბერი - 8 დეკემბერი 1980 ვალეტა, მალტა
ხმელთაშუა ზღვის პატარ კუნძულოვან სახელმწიფოში 81 ქბეყნის ნაკრები შეიკრიბა. ცვლილებები იყო სსრ კვაშვრის ნაკრებში. გუნდს კვლავ ანატოლი კაპროვი თავკაცობდა. გუნდში დაბრუნდა დაბრუნდა მიხეილ ტალი. იყო ორი დებიუტანტიც: იური ბალაშოვი და 17 წლის გარი კასპაროვი. უნგრეთის გუნდში ანდრაშ ადორიანის და ლასლო ვაგასის ნაცვლად ივან ფარაგო და იოსიფ პინტერი თამაშობდნენ . სწორედ ეს გუნდები განიხილებოდა ჰამილტონ-რასელის თასის მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად. ასეც მოხდა. მართალია სხვადასხვა დროს სხვა გუნდებიც ერეოდნენ ლედერებში, მაგრამ ეს ძირითდად დროებითი მოვლენა გახლდათ და ჩემპიონობისათვის მხოლოდ ეს ორი კოლექტივი იბრძოდა . რაც შეეხება იუგოსლავიის ნაკრებს, მათ ეტყობა სწორად შეაფასეს თავიანთი ძალები და შესაბამისად მესამე ადგილისათვის გამართეს ბრძოლა. ამას კი იუგოსლავიელებმა დიდი დაძაბულობის გარეშე მიაღწიეს.
ტურინირი უნგრელთათვის კარგად დაიწყო. უკვე პირველივე ტურის შემდეგ ისინი ქულანახევარს უგებდნენ საბჭოთა მოჭადრაკეებს. ასეთი სხვაობით მივიდნენ გუნდები მეშვიდე ტურამდე, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ მიუჯდნენ საჭადრაკო დაფებს. უნგრელთა მიზანი გაცილებით ადვილი იყო, მათ არ უნდა წაეგოთ ეს მატჩი. ისეთი დონის მოჭდრაკეებისათვის, როგორებიც უნგრელები იყვნენ ეს ძნელი არ უნდა ყოფილიყო და მატჩი მართლაც ფრედ დამთვრდა (ტალმა კი სცადა გაემწვავებინა თამაში საქსთნ, მაგრამ უშედეგოდ). განვლო კიდევ ორმა ტურმა და სხვაობამ 2,5 ქულას მიაღწია. თითქოს პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრა, ასე არ ფიქრობდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები. მეათე-მეთორმეტე ტურებში მათ 9,5 ქულა აიღეს 12 შესაძლებლობიდა,, რასაც უნგრელებმა მხოლოდ 7 ქულით უპასუხეს და მეცამეტე ტურის წინ ტურნირს ორი ლიდერი ყავდა. ვერც მეცამეტე ტურმა დაარღვია თანასწორობა და ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 35,5 ქულა ქონდათ. ბოლო ტურში საბჭოელების მეტოქე დანიელები, ხოლო უნგრელების ისლანდიელები იყვნენ. აქ უკვე უპირატესობას საბჭოთა მოჭდრაკეები ფლობდდნენ. თნაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დამატებითი მაჩვენებლებით ისინი ჩემპიონები ხდებოდნენ. ამიტომ უნგრელებს ნახევარი ქულით მეტი უნდა აეღოთ, რათა ჰამილტონ-რასელის თასი შეენარჩუნებინათ. პირველები წინ უნგრელები გაიჭრნენ. ეს იოსიფ პინტერმა მოუგო ხიარტარსონს და პირველი ქულა მოუტანა თავისიანებს. გადის ცოტა ხანი და ეფიმ გელერი კვლავ ორხელისუფლებიანობას ამყარებს. უნგრელები არ ცხრებიან და პორტიშს მეორე ქულა შეაქვს გუნდის ყულაბაში. ამასობაში მთვრდება კიდევ ორი პარტია, რომლებშიც ბოლოშოვსა (მოგება) და კასპაროვს(ყაიმი) ქულანახევარი მოაქვთ საბჭოთა ნაკრებისათვის. ვალში არც უნგრელები რჩებიან და ზოლტან რიბლის მესამე ქულა მოაქვს ჯერ კიდევ ოლიმპიური ჩემპიონებისათვის. სათამაშო დროის ამოწურვისათვის მთვრდება კიდევ ერთი პარტია. დიულა საქსი ცაიტნოტში ცდება და მისი მეტოქე მუდმივი ქიშით თავს აღწევს დამარცხებას. ძირითადი სათამაშო დრო ამოიწურა უნგრელებს 39 ქულა აქვთ, საბჭოთ გუნდს 38 და გადადებულია კაპროვ - იაკობსენის პარტია, სადაც სწორი და უშეცდომო თამაშით ამ უკანასკნელს ყაიმის შანსები აქვს. გადადებული პარტია იაკობსენის მიერ ჩაწერილი სვლით დაიწყო. სვლა მთლად გამართლებული არ აღმოჩნდა და კარპოვმა დაშორებული გამსვლელი პაიკი მიიღო, რამაც გადაწყვიტა კიდეც პარტიის ბედი. მისი გამარჯვება გუნდის გამარჯვებას ნიშნავდა და გუნდმაც მეცამეტედ ჩაიბარა ჰამილტონ-რასელის თასი.
მიზეზი იმისა რომ, საბჭოელებს ასე გაუჭირდათ თასის მოგება, პირველ რიგში უნგრელთა შესანიშნავი გუნდი იყო. მეორე რიგში კი ზოგიერთი საბჭოთა მოჭადრაკის არასასურველ სპორტულ ფორმაში ყოფნა. ასე მაგალითდ მეორე დაფაზე მოთამაშე ლევ პოლუგაევსკიმ შვიდი ნათმაშები პარტიიდან ვერ მოიგო ვერცერთი. თავისი ყველაზე სუსტი ოლიმპიადა ჩაატარა ტალმა (მხოლოდ ორი მოგება ერთი წაგების სანაცვლოდ). ასე რომ ძირითდი აქცენტი დანარჩენ ოთხ მოჭდრაკეზე გადადიოდა. ეს კი , აგრე რიგად გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, აშარად არ იყო საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვებისათვის.
სექციების სია |
[რედაქტირება] ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 81 ქვეყანის 82 ნაკრები გუნდი (მალტელებმა ორი გუნდი გამოიყვანეს) . ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
- 1
სსრკ - 39 - 2
უნგრეთი - 39 - 3
იუგოსლავია - 35 - 4
აშშ - 34 - 5
ჩეხოსლოვაკია - 33 - 6
ინგლისი - 32,5 - 7
პოლონეთი - 32,5 - 8
ისრაელი - 32 - 9
კანადა - 32 - 10.
ნიდერლანდი - 31,5 - 31,5 ქულა
11.
რუმინეთი, 12.
შვედეთი, 13.
კუბა,
- 31 ქულა
14.
არგენტინა, 15.
ფილიპინები, 16.
დანია, 17.
საფრანგეთი, 18.
უელსი,
- 30,5 ქულა
19.
ბულგარეთი, 20.
ფინეთი, 21.
ავსტრია, 22.
იტალია,
- 30 ქულა
23.
ისლანდია, 24.
ნორვეგია, 25.
გერმანია, 26.
ესპანეთი, 27.
საბერძნეთი, 28.
ვენესუელა, 29.
ბრაზილია, 30.
სირია,
- 29,5 ქულა
31.
შვეიცარია,
- 29 ქულა
32.
კოლუმბია, 33.
ალბანეთი, 34.
ავსტრალია, 35.
ინდოეთი, 36.
ჩილე, 37.
მექსიკა,
- 28,5 ქულა
38.
ჩინეთი, 39.
პორტუგალია, 40.
ბელგია, 41.
ირლანდია, 42.
ტაილანდი, 43.
პაკისტანი,
- 28 ქულა
44.
დომინიკელთა რესპუბლიკა, 45.
ინდონეზია,
- 27,5 ქულა
46.
მონღოლეთი, 47.
პარაგვაი, 48.
თურქეთი, 49.
მალაიზია, 50.
ტრინიდადი და ტობაგო,
- 27 ქულა
- 26,5 ქულა
53.
გაიანა, 54.
ლუქსემბურგი, 55.
ალჟირი,
- 26 ქულა
56.
ახალი ზელანდია, 57.
ლიბანი, 58.
ტუნისი,
- 25,5 ქულა
59.
ეგვიპტე, 60.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, 61.
მალტა, 62
ზიმბაბვე, 63
პუერტო-რიკო, 64.
იამაიკა, 65.
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,
მალტა-2,
- 25 ქულა
66.
ჰონგკონგი, 67.
გერნსი, 68.
იორდანია,
- 24,5 ქულა
- 23,5 ქულა
71.
ნიგერია, 72.
ფარერის კუნძულები, 73.
ანდორა, 74.
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 75.
ლიბია,
- 23 ქულა
76.
ბერმუდის კუნძულები, 77.
ზაირი,
- 20,5 ქულა
78.
მონაკო,
- 19,5 ქულა
- 17,5 ქულა
- 13,5 ქულა
81.
ანგოლა,
[რედაქტირება] ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
ანატოლი კარპოვი 9 (+6=6-0), ლევ პოლუგაევსკი 3 (+0=6-1), მიხეილ ტალი 3,5 (+2=3-1), ეფიმ გელერი 6,5 (+4=5-0), იური ბალაშოვი 7,5 (+5=5-0), გარი კასპაროვი 9,5 (+8=3-1)
ლაიოშ პორტიში 9,5 (+6=7-0), ზოლტან რიბლი 8,5 (+4=9-0), დიულა საქსი 7,5 (+4=7-1), იშტვან ჩომი 7 (+5=4-0), ივან ფარაგო 2 (+2=0-2), იოზეფ პინტერი 4,5 (+4=1-0).
- {{YUG}
ლუბომირ ლუბოევიჩი 7,5 (+4=7-2), ბორესლავ ივკოვი 5,5 (+3=5-0), ბრუნო პარმა 4,5 (+1=7-0), ბოიან კურაიცა 3,5 (+1=5-1), სლავოლუბ მარიანოვიჩი 7,5 (+4=7-1), პრედრაგ ნიკოლიჩი 6,5 (+5=0-0).
[რედაქტირება] საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
| პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| უილიამ ჰუკი | 11,5 | 14 | 82,1 | |
| საუფუტდინ კანასი | 9,5 | 12 | 79,2 | |
| ეუგენიო ტორე | 11 | 14 | 78,6 |
| მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| იარი რანტანენი | 9,5 | 13 | 73,1 | |
| იასერ სერავანი | 8 | 11 | 72,7 | |
| დერეკ ჰარისი | 7 | 10 | 70,0 |
| მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ხოსე ფელიქს ვილიარეალი | 9 | 11 | 81,8 | |
| ადამ კულიგოვსკი | 10 | 13 | 76,9 | |
| რაფი მუჰამედ კხანი | 10 | 13 | 76,9 |
| მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| იშტვან ჩომი | 7 | 9 | 77,0 | |
| ეფიმ გელერი | 6,5 | 9 | 72,2 | |
| ჰარი სუსლერი | 6,5 | 9 | 72,2 | |
| კრისტიან ლანგევეგი | 6,5 | 9 | 72,2 | |
| იოჰან გოორმაცტინგი | 6,5 | 9 | 72,2 |
| პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| იური ბალაშოვი | 7,5 | 10 | 75,0 | |
| ბიორნ ტილერი | 6 | 8 | 75,0 | |
| იაკობ ოსტ-ჰანსენი | 8 | 11 | 72,7 |
| მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| პრედრაგ ნიკოლიჩი | 6,5 | 8 | 81,3 | |
| ანდრეუ ბორგი | 6 | 8 | 80,0 | |
| გარი კასპაროვი | 9,5 | 12 | 79,2 |
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Б.Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
სტატიის