საჭადრაკო ოლიმპიადა 1956

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა)

31 აგვისტო - 24 სექტემბერი 1956 მოსკოვი, სსრ კავშირი

საბჭოთა კავშირი პირველად მასპინძლობდა ოლიმპიადას. მოსკოვში 34 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. კვლავ არ თამაშობდნენ ამერიკელები. ქვეჯგუფებში ბრძოლას სიურპრიზები არ მოუტანია. მთავარ ფინალში ძირითადად ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც წარმატებით გამოვიდნენ წინა ოლიმპიადაზეც.

ფინალური ტურნირის ოთხი ტურის შემდეგ საბჭოთა და უნგრელ მოჭადრაკეებს ქულათა თანაბარი რაოდენობა, 11-11, ჰქონდათ. 10,5 ქულა ჰქონდათ იუგოსლავიელებს და 9,5 - არგენტინელებს. აქვე უნდა ითქვას რომ მეოთხე ტურში საბჭოელებმა პირველი დამარცხება განიცადეს ოლიმპიადების ისტორიაში, წააგეს უნგრელებთან. მეხუთე ტურიდან მოყოლებული ოლიმპიური ჩემპიონები ჩემპიონურად ათამაშდნენ და დაწინაურდნენ. ხოლო როდესაც მეათე ტურში საბჭოელებმა იუგოსლავიელებიც დაამარცხეს, ჩემპიონობის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდა. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. საბოლოოდ კი იუგოსლავიელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (მეტი მოგებული და ფრედ დამთვრებული მატჩი) წყალობით დაიკავეს მეორე ადგილი. ოლიმპიადის გმირი გახდა დანიელი ბენტ ლარსენი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა პირველ დაფაზე. მასთან ერთად ოლიმპიადაზე გამოჩნდა მრავალი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოჭადრაკე (ლაიოშ პორტიში, ფრედერიკ ოლაფსონი, პალ ბენკო, ვოლფგანგ ულმანი და სხვები), რომლებიც შემდგომში ტონს აძლევდნენ მსოფლიოს ჭადრაკს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 33 ქვეყნის 34 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა საარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXXIV ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XXV-XXXIV ადგილები

25.ფილიპინების დროშა ფილიპინები - 24 26.დროშა: გერმანია გერმანია (საარი) - 23 27.ინდოეთის დროშა ინდოეთი - 20,5 28.ირანის დროშა ირანი - 19 29.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 18,5 30.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 18,5 31.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 17,5 32.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 17 33.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 13 34.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 9

  • XIII-XXIV ადგილები

13.დროშა: ავსტრია ავსტრია - 28 14.ისლანდიის დროშა ისლანდია - 27 15.დროშა: შვედეთი შვედეთი - 26,5 16.დროშა: ბელგია ბელგია - 23,5 17.დროშა: ფინეთი ფინეთი - 22,5 18.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 21 19.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 21 20.გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა - 20,5 21.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 19,5 22.დროშა: ჩილე ჩილე - 19 23.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 19 24.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 16,5

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ბოტვინიკი 8,5 (+6=7-0), ვასილი სმისლოვი 8,5 (+5=7-1), პაულ კერესი 9,5 (+7=5-0), დავიდ ბრონშტეინი 11 (+9=4-0), მარკ ტაიმანოვი 8,5 (+6=5-0), ეფიმ გელერი 7,5 (+7=1-2)

სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+6=7-3), ალექსანდრ მატანოვიჩი 11,5 (+7=9-0), ბორისლავ ივკოვი 12 (+9=6-1), ნიკოლა კარაკლაიჩი 6 (+4=4-1), ბორისლავ მილიჩი 6 (+3=6-0), ბოჟიდარ ჯურაშევიჩი 5 (+4=2-0).

ლასლო საბო 11 (+6=10-1), გედეონ ბარცა 11,5 (+9=5-2), პალ ბენკო 10 (+6=8-1), დიორდ სილადი 4,5 (+4=1-4), ნიკლოშ ბელი 6,5 (+4=5-2), ლაიოშ პორტიში 6 (+4=4-0)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ბენტ ლარსენი დროშა: დანია დანია 14 18 77,8
მიხეილ ბოტვინიკი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 13 73,2
ფრედერიკ ოლაფსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 13 18 72,2
მეორე დაფა ქვეყანა %
ანდრეა დიუკშტეინი დროშა: ავსტრია ავსტრია 13 17 76,5
ალექსანდრ მატანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 11,5 16 71,9
გედეონ ბარცა უნგრეთის დროშა უნგრეთი 11,5 16 71,9
მესამე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2
ბორისლავ ივკოვი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 16 75,0
ბალდურ მიოლერი ისლანდიის დროშა ისლანდია 11 16 68,8
მეოთხე დაფა ქვეყანა %
დავიდ ბრონშტეინი დროშა: სსრკ სსრკ 11 13 84,6
როდოლფო ტან კარდოსო ფილიპინების დროშა ფილიპინები 13 17 76,5
გიორგი ტრინგოვი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 9 12 75,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
რაულ სანგინეტი დროშა: არგენტინა არგენტინა 9 11 81,8
პეტერ კლარკი დროშა: ინგლისი ინგლისი 9,5 12 79,2
მარკ ტაიმანოვი დროშა: სსრკ სსრკ 8,5 11 77,3
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ეფიმ გელერი დროშა: სსრკ სსრკ 8,5 11 77,3
ლენარტ ლუნდკვისტი დროშა: შვედეთი შვედეთი 9,5 13 73,1
ზდრავკო მილევი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 6,5 9 72,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]