საჭადრაკო ოლიმპიადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჭადრაკო ოლიმპიადა — საჭადრაკო ტურნირი რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ჭადრაკის საერთასორისო ფედერაციის პატრონაჟით, კონკურსის წესით შერჩეულ მასპინძელ ქალაქში. ტურნირში მონაწილეობას იღებს ფიდეს წევრი ქვეყნების გუნდები მთელი მსოფლიოდან.

პირველი ოფიციალური ტურნირი 1927 წელს ჩატარდა, თუმცა მანამდე ორჯერ, 1923 და 1926 წლებში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც არ იყო ორგანიზებული ფიდე-ს მიერ. დაარსებიდან ტურნირში მონაწილეთა სქესი შეზღუდული არ იყო, თუმცა რეალურად მონაწილეები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. 1957 წლიდან, ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციის გამო, ჭადრაკის ფედერაციამ საფუძველი ჩაუყარა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობა დაშვებული მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის იყო. 1972 წლიდან ქალთა ოლიმპიადა ძირითად ოლიმპიადასთან ერთად ტარდებობოდა, 1984 წლიდან კი საერთო ტურნირად ჩამოყალიბდა ღია და ქალთა სექციებით.

ისტორია[რედაქტირება]

გუნდური შეჯიბრებების პირველი მცდელობები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში გაჩნდა. 1825-1827 წლებში ერთმანეთს ედინბურგისა და ლონდონის მოჭადრაკეები შეხვდნენ. 1842-1845 წლებში იმართებოდა მატჩები ბუდაპეშტის და პარიზის გუნდებს შორის. იმ დროის ცენტრალური მოვლენა კი ლონდონისა და პარიზის საჭადრაკო კლუბების მატჩები იყო, რომელთგანაც ბოლო 1893 წელს ჩატარდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გუნდური შეჯიბრებები კიდევ უფრო ხშირი გახდა. ძირითდად ერთმანეთს ხვდებოდნენ მეზობელი ქვეყნების გუნდები (გერმანია და ჰოლანდია, შვედეთი და დანია). ამავე დროს გრძელდებოდა შეჯიბრებების სულ ახალი და ახალი ფორმების მოსაძებნად. 1924 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტს ნება ეთხოვა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში შეეტანათ ჭადრაკიც. ოლიმპიურმა კომიტეტმა კეთილი ნება გამოიჩინა, თუმცა ერთი პირობით: ტურნირში დაიშვებოდნენ მხოლოდ მოყვარულები. პროფესიონალებად კი ოლიმპიური კომიტეტი თვლიდა ყველა იმ სპორტსმენს, ვინს სპორტს შემოსავლის წყაროდაც იყენებდა. ამიტომ ,, შერისხულთა’’ სიაში მოხვდნენ არა მარტო ალექსანდრე ალიოხინი, საველი ტარტაკოვერი და არონ ნიმცოვიჩი, რომლებიც პუბლიცისტები და ჟურნალისტებიც იყვნენ, არამედ პროფესორი მილან ვიდმარი, ექიმი ზიგბერტ ტარაში და სხვა. ტურნირის ორგანიზატორები იძულებულნი შეიქმნენ მოწვევა ნაკლებად ცნობილი ოსტატებისათვის დაეგზავნათ. პარიზში სულ 18 ქვეყნის 54 მოჭადრაკე ჩამოვიდა. ტურნირი პირად-გუნდურად იყო ჩაფიქრებული. მონაწილენი ცხრა ქვეჯგუფად დაყვეს, ქვეჯგუფის გამარჯვებულებმა კი ფინალურ ტურნირში გაითმაშეს მოყვარულთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. დანარჩენმა მონაწილეებმა კი შვეიცარიული სისტემით გაითამაშეს მეათე და მომდევნო ადგილები. გუნდური ჩემპიონის გამოსავლენად დებულებაში ნათქვამი იყო რომ, შეიკრიბებოდა ერთი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ მოგროვილი ქულები როგორც შესარჩევ, ასევე ფინალურ ეტაპზე. შედეგების დათვლისას აღმოჩნდა რომ, ყველაზე მეტი ქულა ჩეხოსლოვაკიელებს ჰქონდათ, მეორენი იყვნენ უნგრელები, ხოლო მესამენი - შვეიცარიელები. ეს რა თქმა უნდა სრულად ვერ ასახავდა ქვეყნების გუნდურ სიძლიერეს, ვინაიდან ყველა ქვეყანას თანაბარი წარმომადგენლობა ტურნირში არ ყავდა. მაგალითად, თუ პირველი სამი პრიზიორი ოთხ-ოთხი მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი, ლატვიელები, რომლებმაც ფინალურ ტურნირში პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს და სულ 3,5 ქულით ჩამორჩნენ ჩეხებს, სამი მოჭადრაკით ასპარეზობდნენ ტურნირში. ტურნირის დამთვრების შემდეგ, იქვე პარიზში, 1924 წლის 23 ივლისს შეიქმნა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც უნდა აეღო ხელში ყველა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ორგანიზაცია და ზედამხედველობა.

ფიდეს გუნდური შეჯიბრების მოწყობის იდეა მოეწონა და შემდეგი ცდა ასეთი ტურნირის ჩატარებისა 1926 წელს მოაწყო. ფიდეს მეორე კონგრესის დროს ბუდაპეშტში პირად-გუნდური შეჯიბრებებიც ჩატარდა. სამწუხაროდ გუნდურ ტურნირში მხოლოდ ოთხი მონაწილე მოგროვდა და მასპინძელთა, უნგრელ მოჭადრაკეთა, გამარჯვებით დასრულდა. ბუდაპეშტში ცხადი გახდა რომ, გუნდურ ტურნირს არსებობის უფლება ჰქონდა. ფიდემ ამ ტურნირის დებულებაც შეიმუშვა და 1927 წელს ლონდონში პირველი საჭადრაკო ოლიმპიადაც, რომელსაც ერების ტურნირსაც უწოდებდნენ, დაგეგმა. დებულება მარტივი იყო. გუნდები ოთ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩათვლაში შედიოდა გუნდის ყველა მოჭადრაკის მიერ დაგროვილი ქულები. გუნდებს უფლება ჰქონდათ ყოლოდათ სათდარიგო მოთამაშეც. ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფრედერიკ გუსტავუს ჰამილტონ-რასელმა მეუღლესთნ, მარგარეტთან ერთდ გამარჯვებული გუნდის დასაჯილდოებლად ფიდეს გადასცა თასი, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა.

მეორე მსოფლიო ომამდე[რედაქტირება]

პირველი რვა ოლიმპიადამ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე ჩატარდა უნგრელთა, პოლონელთა და ამერიკელთა უპირატესობით ჩაიარა. ეს გუნდები კარგად იყვნენ დაბალანსებული და გამოკვეთილი ლიდერებიც ყავდათ. პირველი ორი ოლიმპიადა უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა. მაშინ უნგრელთა ღირსებას იცავდნენ გეზა მაროცი, არპად ვაიდა, ენდრე შტაინერი, გეზა ნადი და კორნელ გავაში. მესამე ოლიმპიადა პოლონელებმა მოიგეს. მათ შემადგენლობაში ბრწყინავდნენ აკიბა რუბინშტეინი და საველი ტარტაკოვერი. მას კარდაგ აუბა მხარი პაულინ ფრიდმანმა. შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ ამერიკელებმა გაიმარჯვეს რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ისააკ კეჟდენი, ფრენკ ჯეიმზ მარშალი, როიბნ ფაინი, სამუელ რეშევსკი, არტურ უილიამ დეიკი და იზრაელ ალბერტ გოროვიცი. ბოლო ომამდელი ოლიმპიადა გერმანელთა გამარჯვებით დამთვრდა. გერმანელებს ცუდი გუნდი ნამდვილად არ ყავდათ, მაგრამ ოლიმპიადის დროს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ინგლისელთა გუნდმა დატოვა ოლიმპიადა, ხოლო გერმანელებს არ ეთამაშნენ პოლონელები, ფრანგები და ისრაელის ნაკრები. გარდა ამისა ტურნირში არ თამაშობდნენ ამერიკელები და უნგრელები. და მიუხედავად ამისა გერმანელებმა, რომელთაც ყოფილი ავსტრიელი, ერიხ ელისკაზესი თავკაცობდა, მაინც ღირსეულად, მოიგეს ოლიმპიადა. ამ წლებში ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ როგორც მაშინდელი საჭადრაკო ელიტა (ალექსანდრე ალიოხინი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, ეფიმ ბოგოლიუბოვი, რიჰარდ რეტი, მირ სულტან-ხანი), ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოჭადრაკეთა მთელი პლეადა (პაულ კერესი, გიდეონ შტალბერგი, გესტა შტოლცი, ხულიო ბოლბოჩანი, ვასია პირცი, პეტარ ტრიფუნოვიჩი და სხვები), რომლებმაც უკვე ომის შემდგომ ოლიმპიადებში თქვეს თავიანთი სიტყვა მსოფლიო ჭადრაკში.

საბჭოთა ერა[რედაქტირება]

ომის შემდგომი პირველი ოლიმპიადა იუგოსლავიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა 1950 წელს. ჩემპიონობა მასპინძლებმა, იუგოსლავიელმა მოჭადრაკეებმა მოიგეს, რომელთც სათავეში სვეტოზარ გლიგორიჩი უდგათ. მეორეზე არგენტინელები გავიდნენ. არგენტინელებმა მომდევნო რამდენიმე ოლიმპიადაც კარგად ითამაშეს. საქმე იმაში იყო რომ, 1939 წლეს ბუენოს-აირესში გამართული ოლიმპიადის შემდეგ ბევრი ცნობილი მოჭადრაკე (მიგელ ნაიდორფი, ერიხ ელისკაზესი და სხვა) ევროპაში აღარ დაბრუნდა და ომის შემდეგ არგენტინელთა სახელით დაიწყო ასპარეზობა. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე მონაწილეთა შორის პირველად გამოჩნდა სსრ კავშირის ნაკრები. ამან ძირფესვიანად შეცვალა ძალთა განლაგება საჭადრაკო სამყაროში. მომდევნო 20 ოლიმპიადიდან საბჭოელებმა მოიგეს 18 ოლიმპიადა და მხოლოდ ერთხელ, 1978 წელს დაუთმეს პირველობა უნგრეთის დიდებულ გუნდს. (ერთხელაც, 1976 წელს სსრ კავშრის ნაკრები ოლიმპიადაში არ მონაწილეობდა). საბჭოელთა ეს წარმატებები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, ვინაიდან საბჭოთა გუნდში ყოველთვის თამაშობდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ამ ტიტულის უახლოესი მაძიებლები. სათადარიგო დაფებზე მყოფი ყველა საბჭოთა დიდოსტატი თამამად გაუძღვებოდა ნებისნიერი ქვეყნის ნაკრებს. საბჭოელთა უდიდეს უპირატესობაზე კარგად მეტყველებენ ციფრები: სსრ კავშირის ნაკრებმა 325 მატჩიდან და 1300 პარტიიდან წააგო მხოლოდ 6 მატჩი და 54 პარტია. საბჭოთა მოჭადრაკეებმა გარდა ოლიმპიური ჩემპიონის 18 დიდი ოქროს მედლისა, 45 მცირე ოქროს მედალი მოიპოვეს საკუთრ დაფებზე გამარჯვებისთვის და ამას კიდევ 16 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალიც დაუმატეს. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ ოცი ოლიმპიადის მანძილზე სულ ორჯერ გაიმრჯვა სხვა ქვეყნის ნაკრებმა. პირველად ეს მოხდა 1976 წელს, როცა ჰაიფაში გამართულ ოლიმპიადაზე სოციალისტური ქვეყნების გუნდები არ გამოდიოდნენ. მაშინ იმარჯვეს ამერიკელებმა, რომლებმაც სულ ნახევარი ქულით აჯობეს ჰოლანდიელებს. მეორე შემთხვევა კი მომდევნო ოლიმპიადაზე, ბუენოს-აირესში დაფიქსირდა. აქ უნგრელთა ბრწყინვალე გუნდმა, ლაიოშ პორტიშის, ზოლტან რიბლის, ანდრაშ ადორიანის, დიულა საქსის, იშტვან ჩომის და ლასლო ვადასის შემადგენლობით, ქულით აჯობა სსრ კავშირის ნაკრებს და 50 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაეუფლა ჰამილტონ-რასელის თასს.

საბჭოელები ყოფილმა საბჭოელებმა შეცვალეს[რედაქტირება]

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთი ძლიერი, სსრ კავშირის ნაკრების ნაცვლად რამდენიმე ძლიერი ნაკრები გაჩნდა. რუსეთის, უკრაინის და სომხეთის ნაკრებები ოლიმპიადის უმაღლეს ტიტულებზე აცხადებდნენ პრეტენზიას. ფორტუნის ცოტაოდენი გამართლების შემთხვევაში მაღალი შედეგის ჩვენება შეეძლოთ ქართველებს, აზერბაიჯანელებს და უზბეკებს (აკი 1992 წელს ამ უკანასკნელებმა ვერცხლის მედლებიც მოიგეს მანილაში გამართულ ოლიმპიადაზე). გარდა ამისა საბჭოეთიდან გასულმა მოჭადრაკეებმა საგრძნობლად გააძლიერეს იმ ქვეყნების ნაკრები გუნდები, რომლებშიც გადავიდნენ საცხოვრებლად. უმთავრესი ფავორიტი რუსეთის ნაკრები იყო. გარი კასპაროვით, ვლადიმერ კრამნიკით, ალექსანდრე მოროზევიჩით და სხვა უმაღლესი კლასის მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო ოლიმპიადა. საპრიზო ადგილების ძველ მაძიებლებს, ამერიკელებს, უნგრელებს, ინგლისელბს ახალი პრეტენდენტები დაემატათ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაკრებმა გუნდებმაც ნელ-ნელა ალღო აუღეს ოლიმპიურ გარემოს და თავისი წილი მედლებიც მიითვალეს. უზბეკებმა ვერცხლის, ხოლო სომხებმა (სამჯერ) და უკრაინელებმა (ორჯერ) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

თასმა ერევანში გადაინაცვლა[რედაქტირება]

მომძლავრებულ კონკურენციის პირობებში რუსებს თანდათან სულ უფრო და უფრო უჭირდათ ჩემპიონობის შენარჩუნება და 2004 ესპანეთის ქალაქ კალვიაში ვასილ ივნაჩუკის და რუსლან პონომარიოვის წინამძღოლობით უკრაინის ნაკრებმა დაამხო რუსთა ჰეგემონია და ჩემპიონის წოდება მოიპოვა. მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და მომდევნო ორი ოლიმპიადა სომხების გამარჯვებით დამთავრდა. დამოუკიდებელი სომხეთის გუნდმა პირველად 1992 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. შემდეგ გუნდში ახალი თაობა მოვიდა. 2004 და 2006 წლებში ეს ახალი თაობა ისევ ბრინჯაოს მედლებს შესწვდა. შემდეგ კი ტურინში და დრეზდენში ლევონ არონიანმა, ვლადიმერ აკოფიანმა, სმბატ ლპუტიანმა და სხვებმა ორჯერ ზედიზედ გამოაზამთრებინეს ერევანში ჰამილტონ-რასელის თასს. ამ წლებში ურიგოდ არც საქართველოს ნაკრები ასპარეზობდა. თუ 2004 წლის ჩავარდნას არ ჩავთვლით ქართველები სულ მოწინავე ათეულში ტრიალებდნენ, საუკეთესო, IV ადგილი, კი 2002 წლის ოლიმპიადაზე დაიკავეს, როცა სულ ქულა დააკლდათ მესამე საპრიზო ადგილამდე.

ჩემპიონები და პრიზიორები[რედაქტირება]

ოლიმპიადა ჩატარების

თარიღი

ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

ჩატარების

სისტემა

დაფათა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

მესამე

ადგილი

ვაჟთა I საჭადრაკო ოლიმპიადა 18 - 29 ივლისი 1927 ლონდონი, ინგლისი 16 წრ 4 დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: დანია დანია დროშა: ინგლისი ინგლისი
ვაჟთა II საჭადრაკო ოლიმპიადა 21 ივლისი - 5 აგვისტო 1928 ჰააგა, ჰოლანდია 17 წრ 4 დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: პოლონეთი პოლონეთი
ვაჟთა III საჭადრაკო ოლიმპიადა 13 - 27 ივლისი 1930 ჰამბურგი, გერმანია 18 წრ 4 დროშა: პოლონეთი პოლონეთი დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: გერმანია გერმანია
ვაჟთა IV საჭადრაკო ოლიმპიადა 11 - 26 ივნისი 1931 პრაღა, ჩეხოსლოვაკია 19 წრ 4 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: პოლონეთი პოლონეთი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია
ვაჟთა V საჭადრაკო ოლიმპიადა 12 - 23 ივნისი 1933 ფოლკსტონი, ინგლისი 15 წრ 4 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია დროშა: შვედეთი შვედეთი
ვაჟთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა 16 - 31 აგვისტო 1935 ვარშავა, პოლონეთი 20 წრ 4 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: პოლონეთი პოლონეთი
ვაჟთა VII საჭადრაკო ოლიმპიადა 31 ივლისი - 14 აგვისტო 1937 სტოკჰოლმი, შვედეთი 19 წრ 4 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: პოლონეთი პოლონეთი
ვაჟთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა 24 აგვისტო - 19 სექტემბერი 1939 ბუენოს-აირესი, არგენტინა 27 4შ + 2ფ 4 დროშა: გერმანია გერმანია დროშა: პოლონეთი პოლონეთი დროშა: ესტონეთი ესტონეთი
ვაჟთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 20 აგვისტო - 11 სექტემბერი 1950 დუბროვნიკი, იუგოსლავია 16 წრ 4 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: გერმანია გერმანია
ვაჟთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 10 -31 აგვისტო 1952 ჰელსინკი, ფინეთი 25 3შ + 3ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XI საჭადრაკო ოლიმპიადა 4 - 25 სექტემბერი 1954 ამსტერდამი ჰოლანდია 26 4შ + 2ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 31 აგვისტო - 24 სექტემბერი 1956 მოსკოვი, სსრ კავშირი 34 4შ + 3ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: უნგრეთი უნგრეთი
ვაჟთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა 30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი 1958 მიუნხენი, გფრ 36 4შ + 3ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: არგენტინა არგენტინა
ვაჟთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა 16 ოქტომბერი - 9 ნოემბერი 1960 ლაიფციგი, გდრ 40 4შ + 3ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 16 - 31 ოქტომბერი 1962 ვარნა, ბულგარეთი 38 4შ + 3ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: არგენტინა არგენტინა
ვაჟთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 2 - 25 ნოემბერი 1964 თელ-ავივი, ისრაელი 50 7შ + 4ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: გერმანია გერმანია
ვაჟთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა 25 ოქტომბერი - 20 ნოემბერი 1966 ჰავანა, კუბა 52 7შ + 4ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: უნგრეთი უნგრეთი
ვაჟთა XVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 17 ოქტომბერი - 7 ნოემბერი 1968 ლუგანო, შვეიცარია 53 7შ + 4ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი
ვაჟთა XIX საჭადრაკო ოლიმპიადა 5 - 27 სექტემბერი 1970 ზიგენი, გფრ 60 6შ + 5ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XX საჭადრაკო ოლიმპიადა 18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972 სკოპიე, იუგოსლავია 63 8შ + 4ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XXI საჭადრაკო ოლიმპიადა 6 - 30 ოქტომბერი 1974 ნიცა, საფრანგეთი 75 8შ + 5ფ 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXII საჭადრაკო ოლიმპიადა 24 ოქტომბერი - 10 ნოემბერი 1976 ჰაიფა, ისრაელი 48 შ 13 4 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი დროშა: ინგლისი ინგლისი
ვაჟთა XXIII საჭადრაკო ოლიმპიადა 25 ოქტომბერი - 12 ნოემბერი 1978 ბუენოს-აირესი, არგენტინა 66 შ 14 4 დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 20 ნოემბერი - 8 დეკემბერი 1980 ვალეტა, მალტა 82 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
ვაჟთა XXV საჭადრაკო ოლიმპიადა 30 ოქტომბერი - 16 ნოემბერი 1982 ლუცერნი, შვეიცარია 92 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXVI საჭადრაკო ოლიმპიადა 18 ნოემბერი - 5 დეკემბერი 1984 სალონიკი, საბერძნეთი 88 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ინგლისი ინგლისი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXVII საჭადრაკო ოლიმპიადა 14 ნოემბერი - 1 დეკემბერი 1986 დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 108 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ინგლისი ინგლისი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 12 - 30 ნოემბერი 1988 სალონიკი, საბერძნეთი 107 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ინგლისი ინგლისი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი
ვაჟთა XXIX საჭადრაკო ოლიმპიადა 16 ნოემბერი - 4 დეკემბერი 1990 ნოვი-სადი, იუგოსლავია 108 შ 14 4 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: ინგლისი ინგლისი
ვაჟთა XXX საჭადრაკო ოლიმპიადა 7 - 25 ივნისი 1992 მანილა, ფილიპინები 102 შ 14 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი დროშა: სომხეთი სომხეთი
ვაჟთა XXXI საჭადრაკო ოლიმპიადა 30 ნოემბერი - 17 დეკემბერი1994 მოსკოვი, რუსეთი 124 შ 14 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა დროშა: რუსეთი რუსეთი-2
ვაჟთა XXXII საჭადრაკო ოლიმპიადა 15 სექტემბერი - 2 ოქტომბერი 1996 ერევანი, სომხეთი შ 14 114 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: უკრაინა უკრაინა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXXIII საჭადრაკო ოლიმპიადა 26 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1998 ელისტა, რუსეთი 110 შ 14 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: უკრაინა უკრაინა
ვაჟთა XXXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 28 ოქტომბერი - 12 ნოემბერი2000 სტამბოლი, თურქეთი შ 14 126 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: გერმანია გერმანია დროშა: უკრაინა უკრაინა
ვაჟთა XXXV საჭადრაკო ოლიმპიადა 25 ოქტომბერი - 11 ნოემბერი 2002 ბლედი, სლოვენია შ 14 135 4 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: სომხეთი სომხეთი
ვაჟთა XXXVI საჭადრაკო ოლიმპიადა 14 - 30 ოქტომბერი 2004 კალვია, ესპანეთი შ 14 129 4 დროშა: უკრაინა უკრაინა დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: სომხეთი სომხეთი
ვაჟთა XXXVII საჭადრაკო ოლიმპიადა 20 მაისი - 4 ივნისი 2006 ტურინი, იტალია შ 14 148 4 დროშა: სომხეთი სომხეთი დროშა: ჩინეთი ჩინეთი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ვაჟთა XXXVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 13 - 25 ნოემბერი 2008 დრეზდენი, გერმანია შ 14 154 4 დროშა: სომხეთი სომხეთი ისრაელის დროშა ისრაელი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

შენიშვნა: წრ - წრიული, 4შ +3ფ - შესარჩევი და ფინალური ტურნირების რაოდენობა; შვ-14 - შვეიცარიული ტურნირის ტურების რაოდენობა.

38 საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 165 ქვეყნის 190 ნაკრებმა (განსხვავება შეადგინეს მასპინძელი ქვეყნების მეორე, მესამე და ერთ შემთხვევაში მეოთხე ნაკრებებმა, რომლის გამოყვანის უფლებაც ჰქონდათ ტურნირის მასპინძლებს და ზოგჯერ ითხოვდა შვეიცარიული სისტემაც)

საუკეთესო გუნდური მაჩვენებლები[რედაქტირება]

# ოლიმპიადებში

მონაწილეობა

ჩატარებული

პარტიები

დაგროვილი

ქულები

ჩატარებული

მატჩები

მოგებული

მატჩები

1 დროშა: ავსტრია ავსტრია - 36 დროშა: დანია დანია - 2352 დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 1467,5 დროშა: დანია დანია - 288 დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 356
2 დროშა: შვედეთი შვედეთი - 36 დროშა: შვედეთი შვედეთი - 2332 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - 1392 დროშა: შვედეთი შვედეთი - 583 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - 346
3 დროშა: ინგლისი ინგლისი - 36 დროშა: ავსტრია ავსტრია - 2296 დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი - 1324,5 დროშა: ავსტრია ავსტრია - 574 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია - 326
4 დროშა: დანია დანია - 36 დროშა: ინგლისი ინგლისი - 2276 დროშა: ინგლისი ინგლისი - 1318 დროშა: ინგლისი ინგლისი - 569 დროშა: გერმანია გერმანია - 302
5 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი, დროშა: უნგრეთი უნგრეთი, დროშა: არგენტინა არგენტინა - 35 დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 2268 დროშა: არგენტინა არგენტინა - 1312,5 დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 567 დროშა: არგენტინა არგენტინა - 300

საუკეთესო პირადი მაჩვენებლები[რედაქტირება]

მედლები. (აქ შედის საუკეთესო პერფორმანსისათვის გადაცემული მედლებიც)

ოლიმპიური

ჩემპიონები

სულ მედლები

(გუნდური)

ოქროს მედლები

(პირადი)

სულ მედლები

(პირადი)

სულ

მედლები

ტიგრან პეტროსიანი, ვასილი სმისლოვი (ორივე - სსრკ) - 9 სვეტოზარ გლიგორიჩი (იუგოსლავია) - 12 გარი კასპაროვი (სსრკ, რუსეთი) - 7 გარი კასპაროვი (სსრკ, რუსეთი) - 11 გარი კასპაროვი (სსრკ, რუსეთი) - 19
მიხეილ ტალი, (სსრკ), გარი კასპაროვი (სსრკ, რუსეთი) - 8 ტიგრან პეტროსიანი (სსრკ) ბორესლავ ივკოვი (იუგოსლავია) - 10 ტიგრან პეტროსიანი (სსრკ) - 6 ვასილი სმისლოვი (სსრკ) - 8 ვასილი სმისლოვი (სსრკ) - 17
ეფიმ გელერი (სსრკ), პაულ კერესი (ესტონეთი, სსრკ) - 7 ვასილი სმისლოვი (სსრკ), ალექსანდრ მატანოვიჩი (იუგოსლავია) - 9 მიხეილ ტალი (სსრკ), პაულ კერესი (ესტონეთი, სსრკ) - 5 მიხეილ ტალი(სსრკ), პაულ კერესი (ესტონეთი, სსრკ), ბორისლავ ივკოვი (იუგოსლავია) - 7 ტიგრან პეტროსიანი (სსრკ) - 16
მიხეილ ბოტვინიკი, ვიქტორ კორჩნოი, ლევ პოლუგაევსკი, ბორის სპასკი, ანატოლი კარპოვი - (ყველა - სსრკ) -6 მიხეილ ტალი (სსრკ), გარი კასპაროვი (სსრკ,რუსეთი), პაულ კერესი (ესტონეთი, სსრკ) - 8 ვასილი სმისლოვი (სსრკ) ფრენკ ჯეიმზ მარშლი (აშშ), ვიქტორ კორჩნოი (სსრკ, შვეიცარია) - 4 ტიგრან პეტროსიანი, ეფიმ გელერი (ორივე - სსრკ) - 6 მიხეილ ტალი(სსრკ), პაულ კერესი (ესტონეთი, სსრკ), ბორისლავ ივკოვი (იუგოსლავია) -15
არტურ იუსუპოვი (სსრკ) - 5 ნიგელ ნაიდორფი (პოლონეთი, არგენტინა), ეფიმ გელერი (სსრკ) - 7 ბორის სპასკი, ანატოლი კარპოვი, დავით ბრონშტეინი, ეფიმ გელერი(ყველა - სსრკ), მიგელ ნაიდორფი (პოლონეთი, არგენტინა) - 3 მიხეილ ბოტვინიკი, ბორის სპასკი (ორივე - სსრკ) - 5 ეფიმ გელერი(სსრკ), ვიქტორ კორჩნოი (სსრკ, შვეიცარია), ალექსანდრ მატანოვიჩი, სვეტოზარ გლიგორიჩი (ორივე - იუგოსლავია) - 13

მონაწილეობა, პარტიები, ქულები, პროცენტები

ოლიმპიადაში

მონაწილეობა

ჩატარებული

პარტიების რაოდენობა

მოგებული

პარტიების რაოდენობა

დაგროვილი

ქულების რაოდენობა

პროცენტული

მაჩვენებელი (50 პარტიაზე მეტი)

ლაიოშ პორტიში (უნგრეთი) -20 ლაიოშ პორტიში (უნგრეთი) -260 ლაიოშ პორტიში (უნგრეთი) -121 ლაიოშ პორტიში (უნგრეთი) - 176,5 მიხეილ ტალი (სსრკ) - 81,2
ჰეიკო ვესტერინენი (ფინეთი),

ეუგენიო ტორე (ფილიპინები) - 19

ჰეიკო ვესტერინენი (ფინეთი) - 238 უილიამ ჰუკი (ამერიკის ვირჯინის კუნძულები) - 117 მიგელ ნაიდორფი (პოლონეთი, არგენტინა) - 145 ანატოლი კარპოვი (სსრკ, რუსეთი) - 80,2
ვიქტორ კორჩნოი (სსრკ,შვეიცარია) -17 ეუგენიო ტორე (ფილიპინები) - 236 მიხეილ ტალი (სსრკ) -101 სვეტოზარ გლიგორიჩი (იუგოსლავია) - 142,5 ტიგრან პეტროსიანი (სსრკ) - 79,8
ულფ ანდერსონი (შვედეთი), სლიმ ბუაზიზი (ტუნისი), უილიამ ჰუკი (ამერიკის ვირჯინის კუნძულები) - 16 უილიამ ჰუკი (ამერიკის ვირჯინის კუნძულები) - 224 ვიქტორ კორჩნოი (სსრკ, შვეიცარია), ჰეიკო ვესტერინენი (ფინეთი) -93 ეუგენიო ტორე (ფილიპინები) - 141,5 ისააკ კეჟდენი(აშშ) - 79,7
სვეტოზარ გლიგორიჩი (იუგოსლავია), ჰელგი ოლაფსონი (ისლანდია) -15 სვეტოზარ გლიგორიჩი (იუგოსლავია) - 223 ეუგენიო ტორე(ფილიპინები), სვეტოზარ გლიგორიჩი(იუგოსლავია) -88 ვიქტორ კორჩნოი (სსრკ, შვეიცარია) - 141 ვასილი სმისლოვი (სსრკ) - 79,6

დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრები ოლიმპიადებზე[რედაქტირება]

დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრებმა 9 ოლიმპიადის მანძილზე 54 ქვეყნის 59 ნაკრებთან (ორი მატჩი ჩატარდა რუსეთის და თურქეთის მეორე ნაკრებებთან და სამი ყრუ-მუნჯთა და ბრმათა მსოფლიო ნაკრებებთნ) ჩაატარა 121 მატჩი, საიდანაც მოიგო 72, ფრედ დაამთვრა 19 და წააგო 30 შეხვედრა. ამ 121 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 484 პარტია, საიდანაც მოიგეს 182, ყაიმით დაამთავრეს 215 და წააგეს 87 პარტია. ქართველებმა 9 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, 11 - 3,5-0,5, 19 - ორქულიანი სხვაობით და 33 - ერთქულიანი სხხვაობით. 19 მატჩი დაამთავრეს ფრედ . ერთქულიანი სხვაობით წააგეს 19 მატჩი, ორქულიანი სხვაობით - 8 მატჩი, სამქულიანი სხვაობით 2 (სომხებთან და პოლანდიელებთნ) და ოთხქულიანი სხვაობით - 1 მატჩი (ჩინელებთან).

დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 43 ნაკრებთან, თანაბარი - 7 ნაკრებთან და აგებს 9 მეტოქესთან.

მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური

მედლები

პირადი

მედლები

ზურაბ აზმაიფარაშვილი 7 1992-2004 50 78 33 34 11 64,1 0 2
ზურაბ სტურუა 6 1992 - 2002 41 67 24 34 9 61,2 0 1
ბაადურ ჯობავა 5 2000-2008 29 45 24 10 11 64,4 0 2
გია გიორგაძე 5 1992-2000 34 57 21 26 10 59,6 0 1
ლაშა ჯანჯღავა 4 1992-1998 6,5 17 2 9 6 38,2 0 0
ზვიად იზორია 3 2002-2004,2008 16,5 28 7 19 2 58,9 0 0
მერაბ გაგუნაშვილი 3 2002-2006 17 26 12 10 4 65,4 0 0
თამაზ გელაშვილი 3 2000,2004-2006 14,5 24 10 9 5 60,4 0 0
გიორგი ყაჭეიშვილი 3 2000, 2004-2006 14 29 7 14 8 48,3 0 0
ხვიჩა სუპატაშვილი 3 1994-1998 11,5 21 5 13 3 54,8 0 0
გენადი ზაიჩიკი 3 1992-1996 17,5 26 13 9 4 67,3 0 0
დავით არუთინიანი 2 2006-2008 9 13 6 2 3 69,2 0 0
მიხეილ მჭედლიშვილი 2 2002,2008 13 20 8 10 2 65,0 0 0
ლევან ფანცულაია 2 2006-2008 8 16 3 10 3 50,0 0 0
ელიზბარ უბილავა 1 1992 3 8 1 4 3 37,5 0 0
გიორგი ბაღათუროვი 1 1998 5 9 4 2 3 55,6 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд.,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд.,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]