საჭადრაკო ოლიმპიადა 1978

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1978)

25 ოქტომბერი - 12 ნოემბერი 1978 ბუენოს-აირესი, არგენტინა

არგენტინის დედაქალაქი მეორედ მასპინძლობდა საჭადრაკო ოლიმპიადას. ბუენოს-აირესში ამჟამად 65 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. ოლიმპიადას დაუბრუნდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრები გუნდებიც, რომლებმაც გასაგები მიზეზების გამო გამოტოვეს ხაიფას ოლიმპიადა.

ტურნირმა მეტად დაძაბულად ჩაიარა. პირველი სამი ტური ლიდერობდა ინგლისის მაკრები. მეოთხე ტურში მას სსრ კავშირის გუნდი წამოეწია. საბჭოელები ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონის, ანატოლი კარპოვის გარეშე თამაშობდნენ (მას ახლახან ჰქონდა დამთავრებული მომქანცველი მატჩი ვიქტორ კორჩნოისთან). მეოთხე და მეხუთე ტურები საბჭოელებმა და ინგლისელებმა ერთად იარეს, შემდეგ კი საბჭოთა მოჭდრაკეებმა მოახერხეს დაწინაურება. მერვე ტურის შემდეგ საბჭოელები ერთი ქულით უსწრებდნენ ამერიკელებს და ორით - უნგრელებს. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მთავარი მატჩები უკვე ნათამაშები იყო და ჩემპიონობაც შორს აღარ იყო, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკეებმა აშკარად ჩააგდეს მეცხრე-მეთერთმეტე ტურები, როდესაც 12 შესაძლებლობიდან სულ 5,5 ქულა აიღეს. ამით კარგად ისარგენლეს მდევრებმა და მეთერთმეტე ტურის შემდეგ ცხრილს უკვე ამერიკელები ედგნენ სათავეში. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ უნგრელი და საბჭოთა მოჭადრაკეები.

საფინიშო აჩქარება უველაზე კარგად უნგრელებს გამოუვიდათ. მათ დარჩენილ სამ ტურში 9 ქულას მოუყარეს თავი და 50 წლის შემდეგ ისევ დაეუფლნენ ჰამილტონ-რასელის თასს. საბჭოელებმა იმავე სამ ტურში მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. კიდევ უფრო სუსტი ფინიში ჰქონდათ ამერიკელებს მათ მხოლოდ 6,5 ქულა დაუმატეს თავიანთ აქტივს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონენ.

საბჭოთა გუნდის წარუმატებლობის ძირითდი მიზეზი გუნდში ისეთი ლიდერის არყოფნა იყო, როგორებიც იყვნენ წინა ოლიმპიადაზე ანატოლი კარპოვი და მიხეილ ტალი. პირველად მოხდა რომ ვერცერთმა საბჭოთა მოჭადრაკემ ვერ მოიგო საკუთრი დაფა (არადა საბჭოეთიდან ემიგრირებულმა ვიქტორ კორჩნოიმ მოიგო, ყველაზე პრესტიჟული, პირველი დაფა). საერთოდ უარყოფითი ბალანსით დაამთავრა ტურნირი ბორის გულკომ. ყოველივე ამან კი მოიტანა ის შედეგი, რაც გუნდმა ბუენოს-აირესში აჩვენა, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა სრულებითაც არ აკნინებს უნგრელთა ბრწყინვალე გამარჯვებას.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 65 ქვეყნის 66 ნაკრები გუნდი (არგენტინელებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.

11.დროშა: კანადა კანადა,

  • 31,5 ქულა

12.დროშა: ინგლისი ინგლისი, 13.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, 14.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები,

  • 31 ქულა

15.დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, 16.დროშა: შვედეთი შვედეთი, 17.დროშა: არგენტინა არგენტინა,

  • 30,5 ქულა

18.დროშა: კუბა კუბა, 19.დროშა: ავსტრია ავსტრია, 20.დროშა: ჩინეთი ჩინეთი, 21.მექსიკის დროშა მექსიკა,

  • 30 ქულა

22.დროშა: ფინეთი ფინეთი, 23.დროშა: კოლუმბია კოლუმბია,

  • 29,5 ქულა

24.ფილიპინების დროშა ფილიპინები, 25.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, 26.ინდონეზიის დროშა ინდონეზია, 27.დროშა: ბრაზილია ბრაზილია,

  • 29 ქულა

28.ისლანდიის დროშა ისლანდია, 29.დროშა: ჩილე ჩილე, 30.დროშა: ავსტრალია ავსტრალია, 31.დროშა: ნორვეგია ნორვეგია,

  • 28,5 ქულა

32.პარაგვაის დროშა პარაგვაი, დროშა: არგენტინა არგენტინა-2,

  • 28 ქულა

33.დროშა: შოტლანდია შოტლანდია, 34.ვენესუელის დროშა ვენესუელა, 35.სირიის დროშა სირია,

  • 27,5 ქულა

36.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, 37.ურუგვაის დროშა ურუგვაი, 38.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა, 39.შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა, 40.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი,

  • 27 ქულა

41.დროშა: უელსი უელსი, 42.პერუს დროშა პერუ, 43.გაიანის დროშა გაიანა, 44.იაპონიის დროშა იაპონია, 45.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 46.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები,

  • 26,5 ქულა

47.დროშა: ბელგია ბელგია, 48.გვატემალის დროშა გვატემალა, 49.მაროკოს დროშა მაროკო,

  • 26 ქულა

50.ტუნისის დროშა ტუნისი, 51.ეკვადორის დროშა ეკვადორი, 52.დროშა: ბოლივია ბოლივია, 53.ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო, 54.იორდანიის დროშა იორდანია,

  • 25,5 ქულა

55.იამაიკის დროშა იამაიკა,

  • 25 ქულა

56.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო, 57.მალაიზიის დროშა მალაიზია,

  • 23,5 ქულა

58.ლიბიის დროშა ლიბია, 59.მავრიტანიის დროშა მავრიტანია,

  • 22,5 ქულა

60.ანდორის დროშა ანდორა,

  • 22 ქულა

61.აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,

  • 20,5 ქულა

62.ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები,

  • 16 ქულა

63.ზაირის დროშა ზაირი,

  • 12,5 ქულა

64.დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები, 65.ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაიოშ პორტიში 10 (+8=4-2), ზოლტან რიბლი 9 (+5=8-0), დიულა საქსი 8,5 (+5=7-0), ანდრაშ ადორიანი 2 (+0=4-0), იშტვან ჩომი 6 (+2=8-0), ლასლო ვადასი 1,5 (+1=1-1).

ბორის სპასკი 7 (+4-6-1), ტიგრან პეტროსიანი 6 (+3=6-0), ლევ პოლუგაევსკი 8 (+6=4-1), ბორის გულკო 2 (+1=2-2), ოლეგ რომანიშინი 6,5 (+4=5-1), რაფაელ ვაჰანიანი 6,5 (+3=7-0).

ლუბომირ კავალეკი 6,5 (+4=5-1), უოლტერ ბრაუნი 4,5 (+3=3-3), ანატოლი ლეინი 6 (+4=4-2), რობერტ ბირნი 4,5 (+2=5-1), ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი 9,5 (+9=1-1), უილიამ ლომბარდი 4 (+2=4-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 9 11 81,8
ორესტეს როდრიგეს ვარგასი პერუს დროშა პერუ 8 10 80,0
ულფ ანდერსონი დროშა: შვედეთი შვედეთი 10 13 76,9
მეორე დაფა ქვეყანა %
ადამ კულიგოვსკი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 10 13 76,9
პეტერ ბაიასასი დროშა: კანადა კანადა 9 12 75,0
იარო რანტანენი დროშა: ფინეთი ფინეთი 8 11 72,7
მესამე დაფა ქვეყანა %
გიორგი ტრინგოვი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 8,5 11 77,3
ლევ პოლუგაევსკი დროშა: სსრკ სსრკ 8 11 72,7
დიულა საქსი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 8,5 12 70,8
მეოთხე დაფა ქვეყანა %
გლენ ბორდონადა ფილიპინების დროშა ფილიპინები 7 9 77,8
მანუელ ბელონ-ლოპესი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 10 13 76,9
კიკერო ბრაგა დროშა: ბრაზილია ბრაზილია 8 11 72,7
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ჯეიმზ-ედვარდ ტარჯანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 9,5 11 86,4
ნათან ბირბაუმი ისრაელის დროშა ისრაელი 10 13 76,9
სილვინიო გარსია მარტინესი დროშა: კუბა კუბა 8 11 72,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ჯიმ ტურნერი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები 6,5 7 92,9
ვეიდა ჩანგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 6,5 8 81,3
რობერტო ნავარო მექსიკის დროშა მექსიკა 6 8 75,0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]