ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1972

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972 სკოპიე, იუგოსლავია

ოლიმპიადა სკოპლეში საიუბილეო იყო და ქალაქიც სათანადოდ მოემზადა ამისათვის. სკოპლე გახდა პირველი ქალაქი ტომრლმაც ერთდროულად მიიღო ორივე, ვაჟთა და ქალთ ოლიმპიადები. 62 ვაჟთა და 23 ქალთა ნაკრები გუნდი ესტუმრა მაკედონიის დედაქალაქს. გუნდებში მიმდინარეობდა თაობათა ცვლა. სსრ კავშირის ნაკრებში გამოჩნდა ორი ახალი მოჭდრაკე: ანატოლი კარპოვი და ვლადიმერ სავონი. აშშ-ს ნაკრებს რობერტ ფიშერის და სამუელ რეშევსკის არყოფნაში სათვეში ჩაუდგა, ყოფილი ჩეხი, ლუბომირ კავალეკი. ფიშერმა ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის 150 ათასი დოლარი მოითხოვა. ასევე მაღალი ჰონორარები მოითხოვეს ევანსმა და ლომბარდიმ, ამიტომაც ამერიკელთა გუნდი სკოპლეში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ სკოპლეში არგენტინელებიც, ნაიდორფი, პანო და კიდევ რამდენიმე უძლიერესი მოჭადრაკე უკმაყოფილო დარჩა ნაკრების დაკომპლექტების პრინციპებით და ოლიმპიადაში თამაშზე უარი განაცხადეს. გერმანიის გუნდს დაუბრუნდა რობერტ ჰიუბნერი, სამაგიეროდ არ იყვნენ უნციკერი და შმიდტი. დანიელებს არ ყავდათ ბენტ ლარსენი. სამგიეროდ იყო ახალი სახელები: უნგრეთის გუნდში გამოჩნდა დიულა საქსი, იუგოსლავიის ნაკრებში - ლუბომირ ლუბოევიჩი, შვედეთის ნაკრებში - ულფ ანდერსონი, ხოლო ავსტრალიის ნაკრებში - უოლტერ ბრაუნი. საფრანგეთის ნაკრებს 22-წლიანი განშორების შემდეგ (ამ დროს ის აშშ-ს ღირსებას იცავდა) დაუბრუნდა როსოლიმო.

თავდაპირველად გუნდები ქვეჯგუფებში იბრძოდნენ მთავარ ფინალში გასასვლელად. ქვეჯგუფებში სიურპრიზები არ მომხდარა და თითქმის ყველა ფავორიტმა იოლად გაიკვლია გზა ფინალისაკენ. გაუჭირდათ ამერიკელებს და არგენტინელებს. პირველებმა მხოლოდ ბოლო ტურში ფილიპინელებთნ ფრედ დამთვრებული მატჩის წყალობით მოიპოვეს ფინალის საგზური. რაც შეეხება არგენტინელებს , მათ ეს მხოლოდ მექსიკელთა მშრალი ანგარიშით დამარცხების შემდეგღა შეძლეს.

ფინალში ძირითადი ბრძოლა უნგრელ და საბჭოთა მოჭადრაკეებს შორის წარიმართა. ეს გუნდები უკვე პირველეივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და უნგრეთის ნაკრებმა მეორედ შეძლო საბჭოეთის დამარცხება (პირველად ეს მოხდა 1956 წელს). მომდევნო სამ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მატჩები მართლია მოიგეს, მაგრამ მინიმალური სხვაობით და უნგრელები მეხუთე ტურის წინ 2,5 ქულით იყვნენ წინ. მეხუთე ტურიდან კი სსრ კავშირის გუნდი გარდაიქმნა და ჩვეული ძალით ათამაშდა. მომდევნო ოთხ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 13,5 ქულა აიღეს 16-დამ ამ ტემპს ვერც უნგრელები აყვნენ და ვერც იუგოსლავიელები. მეათე ტურის შემდეგ საბჭოელები უკვე ორი ქულით უსწრებდნენ უნგრელებს. მეთერთმეტე ტურში უნგრელებმა ერთი ქულა ამოქაჩეს, ხოლო მეთორმეტეში, არგენტინელთა განადგურების (4-0) შემდეგ დაეწივნენ კიდეც მეტოქეს. მეცამეტე ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 3,5 ქულა აართვეს ესპანელებს და კვლავ ქულით გაიჭრნენ წინ. ბოლო ორ ტურში კი მათ უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. საბჭოთა გუნდის წარმატებით გამოსვლაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ტალმა და კარპოვმა. როგორც ყოველთვის საიმედონი იყვნენ პეტროსიანი, კორჩნოი და სმისლოვი. სამაგიეროდ აშარად არ იყო ფორმაში ვლადიმერ სავონი. სხვა მოჭადრაკეებიდან აღსანიშნავია ჰიუბნერის და ლუბოევიჩის გამარჯვებები პირველ და მესამე დაფებზე. კარგად იასპარეზეს ახალბედებმა, საქსმა, ანდერსონმა და ბრაუნმა.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]

მონაწილეობდა 62 ქვეყნის ნაკრები გუნდი . ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები რვა ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I - XVI ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XVII-XXXI, XXXII-XLVII და XLVIII-LXII. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით

პირველი ეტაპი

5.ტუნისის დროშა ტუნისი - 18 6.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 17,5 7.პერუს დროშა პერუ - 17,5 8.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა - 11 9.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები - 8,5 10.მონაკოს დროშა მონაკო- 1

მეორე ეტაპი

  • XLVIII-LXII ადგილები

48.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 46,5 49.სინგაპურის დროშა სინგაპური - 42,5 50.მალტის დროშა მალტა - 32 51.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი - 30,5 52.ლიბანის დროშა ლიბანი - 30 53.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 29,5 54.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები - 29 55.სირიის დროშა სირია - 28 56.კვიპროსის დროშა კვიპროსი - 27,5 57.მაროკოს დროშა მაროკო - 26 58.ანდორის დროშა ანდორა - 24 59.მალაიზიის დროშა მალაიზია - 23 60.გერნსის დროშა გერნსი - 20,5 61.ერაყის დროშა ერაყი - 20,5 62.აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები - 10,5

  • XXXII-XLVII ადგილები

32.დროშა: ავსტრალია ავსტრალია - 45 33.დროშა: ფინეთი ფინეთი - 42 34.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 39 35.დროშა: ირანი ირანი - 37,5 36.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 35,5 37.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 32,5 38.დროშა: თურქეთი თურქეთი -31 39.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 28,5 40.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 28,5 41.მექსიკის დროშა მექსიკა - 26,5 42.ტუნისის დროშა ტუნისი - 26,5 43.დროშა: უელსი უელსი - 26,5 44.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია - 25 45.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა - 21,5 46.დროშა: ბოლივია ბოლივია - 19 47.იაპონიის დროშა იაპონია - 15,5

  • XVII-XXXI ადგილები

17.დროშა: ინგლისი ინგლისი - 37 18.ისრაელის დროშა ისრაელი - 36,5 19.დროშა: კანადა კანადა- 33 20.ფილიპინების დროშა ფილიპინები - 31,5 21.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 30,5 22.დროშა: კუბა კუბა -30 23.დროშა: ავსტრია ავსტრია- 30 24.ისლანდიის დროშა ისლანდია - 29 25.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 27 26.ინდონეზიის დროშა ინდონეზია- 25,5 27.იტალიის დროშა იტალია - 25 28.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 24,5 29.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 21 30.დროშა: ბელგია ბელგია- 20,5 31.პერუს დროშა პერუ - 19

  • (ალბანეთის ნაკრებმა მერვე ტურში უარი თქვა ისარელთან თამაშზე და როდესაც ორგანიზატორებმა მას 0-4 დამარცხება ჩაუთვალეს , ტურნირი დატოვეს. ამიტომ მათი შედეგები გაუქმდა. ამ დროისათვის ალბანელებს 19 ქულა ქონდათ)


I - XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]

ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+6=9-1), ვიქტორ კორჩნოი 11 (+8=6-1), ვასილი სმისლოვი 11 (+8=6-0), მიხეილ ტალი 14 (+12=4-0), ანატოლი კაპროვი 13 (+12=2-1), ვლადიმირ სავონი 4,5 (+3=3-2)

ლაიოშ პორტიში 12 (+8=8-1), იშტვან ბილეკი 11,5 (+7=9-0), დიოჟე ფორინტოში 7,5 (+4=7-2), ზოლტან რიბლი 13 (+9=8-0), იშტვან ჩომი 11,5 (+9=5-1), დიულა საქსი 8,5 (+8=1-1).

სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+8=3-4), ბორესლავ ივკოვი 12(+6=12-0), ლუბომირ ლუბოევიჩი 15,5 (+13=5-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 7 (+3=8-1), მილან მატულოვიჩი 13,5 (+9=9-0), იოსიფ რუკავინა 3 (+2=2-2).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
რობერტ ჰიუბნერი დროშა: გერმანია გერმანია 15 18 83,3
ვლასტიმილ ჰორტი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 14,5 18 80,6
უოლტერ შონ ბრაუნი დროშა: ავსტრალია ავსტრალია 17,5 22 79,5
მეორე დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი დროშა: სსრკ სსრკ 11 15 73,3
იშტვან ბილეკი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11,5 16 71,9
უილიამ ჰარტსონი დროშა: ინგლისი ინგლისი 12 17 70,6
მესამე დაფა ქვეყანა %
ლუბომირ ლუბოევიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 15,5 19 81,6
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 11 14 78,6
კაელოს ენრიკე კურტასი დროშა: კოლუმბია კოლუმბია 13 18 72,2
მეოთხე დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 14 16 87,5
აბრაჰამ კალდორი ისრაელის დროშა ისრაელი 12,5 16 78,1
პეტერ ბაისასი დროშა: კანადა კანადა 11,5 15 76,7
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ანატოლი კაპროვი დროშა: სსრკ სსრკ 13 15 86,7
ამიკამ ბალშანი ისრაელის დროშა ისრაელი 13 16 81,3
მასულ ამირ სავადჰუკი დროშა: ირანი ირანი 12 15 80,0
იარო რანტანენი დროშა: ფინეთი ფინეთი 12 15 80,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ალდო ჰაიკი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 11 12 91,7
ტერი იენ შოუ დროშა: ავსტრალია ავსტრალია 11 15 73,3
იურგენ დიუბალი დროშა: გერმანია გერმანია 9 13 69,2

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]