საჭადრაკო ოლიმპიადა 1960

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1960)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიადის ერთ-ერთი ცენტრალუტი პარტია: რობერტ ფიშერი - მიხეილ ტალი

16 ოქტომბერი - 9 დეკემბერი 1960 ლაიფციგი, გერმანია

ლაიფციგის ოლიმპიადაზე მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა შეიკრიბა. აღმოსავლეთ გერმანიის ამ ქალაქში 40 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა. საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, მიხეილი ტალი თავკაცობდა. მეოთხე დაფაზე დებიუტი ჰქონდა ვიქტორ კორჩნოის. ამერიკელთა გუნდის პირველ დაფაზე რობერტ ფიშერი თამაშობდა, სამაგიეროდ არ იყო სამუელ რეშევსკი. ჩეხოსლოვაკიის გუნდში დებიუტი ჰქონდა ვლასტიმილ ჰორტს. ოლიმპიადაზე იყო ერთი ქალბატონიც. მონაკოს გუნდში თამაშობდა ანა-მარია რენუა-შევრიე. ტურნირს მიეძღვნა დიდი გამოფენა სახელით ,,ჭადრაკი საუკუნეების გავლით’’, რომელშიც მსოფლიოს 140-ზე მეტი ბიბლიოთეკა და მუზეუმი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. თავად შეჯიბრება ჩატარდა ,,რინგმესჰაუზის’’ ვეებერთელა დარბაზში, სადაც ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე ლეიფციგის ცნობილი ბაზრობები.

პირველ ეტაპზე დიდი ბრძოლები არ გამართულა. ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიპოვეს მთავარი ფინალის საგზურები. ფინალი საბჭოელებმა ბულგარელთა განადგურებით დაიწყეს (4-0). უკვე მეორე ტურში კი ძველ მეტოქეებს, იუგოსლავიელებს შეხვდნენ. პერტოსიანმა მეოთხე დაფაზე გამატჯვება მოუტანა გუნდს. მეხუთე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა სსრ კავშირის და აშშ-ს ნაკრები გუნდების მატჩი, ამ დროისათვის ამერიკელები მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერს და გამარჯვების შემთხვევაში თავად ჩუდგებოდნენ სატურნირო ცხრილს სათვეში. მატჩის ბედი აქაც მეოთხე დაფაზე გადაწყდა. სმისლოვმა გაიმარჯვა და საბჭოთა გუნდმაც მატჩი მოიგო. ამის შემდეგ საბჭოელები სულ უფრო და უფრო ზრდიდნენ თავის უპირატესობას და უკვე ბოლოსწინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონობა. ბოლო ტურში ამერიკელებმა 3,5-0,5 მოუგეს გდრ-ს გუნდს და მეორე ადგილი გაინაღეს. მესამე იყო იუგოსლავიის გუნდი. ბოლო ტურში საბჭოთა ნაკრები ინგლისელებს ხვდებოდა. მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მაგრამ იყო ერთი გარემოება, რომელიც გარკვეულ ინტრიგას მატებდა მატჩს. თუ საბჭოელები მატჩს მოიგებდნენ ისე რომ არცერთ პარტიას არ წააგებდნენ, მაშინ ისინი ყველა მატჩის მოგებით და პარტია წაუგებელი დაამთვრებდნენ ტურნირს. კერესმა, კორჩნოიმ და პეტროსიანმა მოიგეს, მაგრამ მარცხი მოუვიდა ტალს, რომელმაც დამარცხება განიცადა პერსონთან. ასე რომ რეკორდი არ შედგა, თუმცა საბჭოელების გამარჯვებისათვის ამას რაღა თქმა უნდა ჩრდილი არ მიუყენებია.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]

მონაწილეობდა 40 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I - IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XL ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით, მხოლოდ მესამე ფინალური ტურნირი, რათა არ დარღვეულიყო შეჯიბრების საერთო ვადები, ჩატარდა შვეიცარიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XXV-XL ადგილები (შვეიცარიული სისტემით)

25.ფილიპინების დროშა ფილიპინები - 28,5 26.ინდონეზიის დროშა ინდონეზია - 27,5 27.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 27,5 28.დროშა: ალბანეთი ალბანეთი - 26,5 29.ეკვადორის დროშა ეკვადორი - 26 30.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 25 31.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 25 32.იტალიის დროშა იტალია - 24 33.დროშა: ბელგია ბელგია - 23,5 34.ტუნისის დროშა ტუნისი - 21,5 35.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 20,5 36.დროშა: ბოლივია ბოლივია - 19,5 37.მონაკოს დროშა მონაკო - 17,5 38.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 17 39.მალტის დროშა მალტა - 14 40.ლიბანის დროშა ლიბანი - 8,5

  • XIII - XXIV ადგილები

13.დროშა: შვედეთი შვედეთი - 27,5 14.ისრაელის დროშა ისრაელი- 26,5 15.დროშა: ავსტრია ავსტრია - 24,5 16.დროშა: დანია დანია - 23,5 17.დროშა: ფინეთი ფინეთი- 23,5 18.დროშა: კუბა კუბა - 23 19.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 23 20.დროშა: ესპანეთი ესპანეთი - 22,5 21.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 22 22.დროშა: ჩილე ჩილე- 19,5 23.ისლანდიის დროშა ისლანდია - 16,5 24.ინდოეთის დროშა ინდოეთი- 12

I - XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]

მიხეილ ტალი 11 (+8=6-1), მიხეილ ბოტვინიკი 10,5 (+8=5-0), პაულ კერესი 10,5 (+8=5-0), ვიქტორ კორჩნოი 10,5 (+8=5-0), ვასილი სმისლოვი 11,5 (+10+3-0), ტიგრან პეტროსიანი 12 (+11=2-0)


რობერტ ჯეიმზ ფიშერი 13 (+10=6-2), უილიამ ჯეიმზ ლომბარდი 11,5 (+8=7-2), რობერტ ბირნი 12 (+9=6-0), არტურ ბერნარდ ბისჰაიერი 11,5 (+9=5-2), ნიკოლას როსოლიმო 3,5 (+2=3-1), რაიმონდ ვაინშტეინი 6,5(+6=1-1)

სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+7=10-0), ალექსანდრ მატანოვიჩი 10,5 (+6=9-2), ბორისლავ ივკოვი 12 (+9=6-1), მარიო ბერტოკი 7,5 (+5=5-3), მატო დამიანოვიჩი 7 (+6=2-2), მილან ვუკჩევიჩი 4 (+2=4-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
კარლ რაბაჩი დროშა: ავსტრია ავსტრია 13,5 16 84,4
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 11 15 73,3
რობერტ ჯეიმზ ფიშერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 13 18 72,2
მეორე დაფა ქვეყანა %
მიხეილ ბოტვინიკი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 13 80,8
არნბიორნ გუდმუნდსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 11,5 16 71,9
არტურო სალამანკა პომარი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 8,5 12 70,8
მესამე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 13 80,8
რობერტ ბირნი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 12 15 80,0
ბორისლავ ივკოვი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 16 75,0
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ლამსურენ მიაგმარსურენი დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი 16,5 20 82,5
ტანგ ლინგ ანი ინდონეზიის დროშა ინდონეზია 16,5 20 82,5
ვიქტორ კორჩნოი დროშა: შვედეთი შვედეთი 10,5 13 80,8
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 13 88,5
მატო დამიანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 7 10 70,0
სამუელ შვებერი დროშა: არგენტინა არგენტინა 7 10 70,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 12 13 92,3
ემანუელ გიუტი ისრაელის დროშა ისრაელი 9 13 69,2
დიულა კლიუგერი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 6,5 10 65,0

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

ბმულები[რედაქტირება]