საჭადრაკო ოლიმპიადა 1935

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1935)

16 - 31 აგვისტო 1935 ვარშავა, პოლონეთი

ვარშავაში 20 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. გუნდებში ძირითდად ახალგაზრდა მოჭადრაკეები სჭარბობდნენ, სწორედ ისინი, ვინც შემდეგ მეოცე საუკუნის 40-60-იან წლებში ტონს აძლევდა მსოფლიოს ჭადრაკს. მთავარი ფავორიტები მასპინძლები იყვნენენ. მათთვის კონკურენია შვედებს, უნგრელებს, ჩეხებს და იუგოსლავიელებს უნდა გაეწიათ. არც თუ ისე მაღლა ფასობდა ამერიკელთ ა შანსები, ვინაიდან მათ აკლდათ ორი უძლიერესი მოჭადრაკე: სამუელ რეშვსკი და ისააკ კეჟდენი. განსაკუთრებით დაეცა მათი შანსები მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა მესამე და მეოთხე ტურებში მარცხი განიცადეს უნგრელებთან (1-3) და შვედებთან (1,5-2,5) შეხვედრებში.

მძლავრი სტარტი აიღეს შვედებმა. მეთერთმეტე ტურის შემდეგ ისინი 3,5 ქულით უსწრებდნენ უნგრელებს, ოთხით - ამერიკელებს და ხუთით - პოლონელებს და ჩეხებს. ჩემპიონობა თითქოს ახლოს იყო, მაგრამ შვედებმა აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნეს. ტურნირის მეორე ნახევარში ისინი ერთნაირი ანგარიშით (1,5-2,5) დამარცხდნენ იუგოსლავიელებთნ და პოლონელებთან, რამაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელთ მე-15 ტურის შემდეგ დასწეოდნენ ლიდერს. სულ ნახევარი ქულით უკან იყვნენ ამერიკელები. ოლიმპიურ ჩემპიონებს ტემპი არ დაუგდიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიში ხაზი. ამერიკელთა წარმატება ძირითადად ბოლო დაფებზე დეიკისა და გოროვიცის წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარმოშობით პოლონელის (მისი ნამდვილი გვარი დაკოვსკი იყო) დეიკის თამაში. მან 15,5 ქულა მოაგროვა 18 პარტიიდან (არ უთამაშია მხოლოდ თანამემამულეების წინააღმდეგ). დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის პოლონელებსა და შვედებს შორის. ბოლო ტურის წინ პოლონელები ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ბოლო ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავდათ იუგოსლავიელების სახით, მაშინ როცა შვედბს პალესტინელებთან უწევდათ თამაში. შვედებმა დიდი ანგარიშით მოიგეს (3,5-0,5, ხოლო პოლონელები საერთოდაც დამარცხდნენ (1,5-2,5) და მეორე ადგილზე სკანდინავიელები გავიდნენ. ამერიკელებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი. ოლინპიადის დღეებში გაიმართა ფიდეს მორიგი კონგრესი, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა გერმანელთა წინადადებაც, ჩაეტარებინათ მიუნხენში გუნდური საჭადრაკო ტურნირი, რომელიც მიეძღვნებოდა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებს და ჩატარდებოდა ოლიმპიადის დღეებში. ამ დროისათვის გერმანია გამოსული იყო ფიდეს შემადგენლობიდან და ამ უკანასკნელმა მიიღო ფრთხილი და დიპლომატიური გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანას თავად ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა მიიღებდა თუ არა ტურნირში მონაწილეობას. გერმანელებმა მონაწილეთა დაინტერესების მიზნით, გამოაცხადა რომ, არ იქნებოდა არავითარი ეროვნული შეზღუდვები და რვა მოჭადრაკემდე გაიზრდებოდა გუნდების შემადგენლობა. ამან გაჭრა და მიუნხენში 21 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა, თუმცა გერმანიაში არ ჩავიდა ბევრი ცნობილი დიდოსტატი. საერთოდ არ იყვნენ ამერიკელებიც.

ტურნირის ორგანიზატორები ბევრს ეცადნენ რომ, ფიდეს ეს ტურნირი მორიგ, მეშვიდე ოლიმპადად ჩაეთვალა, მაგრამ ამაოდ. არ გაუმართლათ გერმანელებს არც სპორტული თვალსაზრისით. მათი გუნდი მხოლოდ მესამე იყო ფინიშთან. ტურნირი კი უნგრელებმა მოიგეს. მეორენი პოლონელები იყვნენ.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 20 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როიბნ ფაინი 9 (+5=8-4), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7,5 (+6=3-3), აბრაჰამ კუპჩიკი 10 (6=8-0), არტურ უილიამ დეიკი 15,5 (+13=5-0), ალბერტ ისრაელ გოროვიცი 12 (+10=4-1)

გედეონ შტალბერგი 11,5 (+8=7-2), გოსტა შტოლცი 12 (+8=8-3), ერიკ ლუნდინი 13,5 (+10=7-2), გოსტა დანიელსონი 15 (+12=6-1), ერნსტ ლარსონი 0,5 (+0=1-1).

საველი ტარტაკოვერი 11,5 (+6=11-0), პაულინ ფრიდმანი 11,5 (+7=9-0), მიგელ ნაიდორფი 12 (+9=6-2), ჰენრიკ ფრიდმანი 7,5 (+5=5-2), კაზიმირ მაკარჩიკი 9,5 (+6=7-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
სალო ფლორი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 13 17 76,5
ალექსანდრე ალიოხინი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 12 17 70,6
გედეონ შტალბერგი დროშა: შვედეთი შვედეთი 11,5 17 67,6
საველი ტარტაკოვერი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 11,5 17 67,6
მეორე დაფა ქვეყანა %
ანდრე ლეიტენანტი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 15 19 78,9
პაულინ ფრიდმანი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 11,5 16 71,9
გოსტა შტოლცი დროშა: შვედეთი შვედეთი 12 19 63,2
ჯაკობო ბოლბოჩნი დროშა: არგენტინა არგენტინა 12 19 63,2
მესამე დაფა ქვეყანა %
ერიჰ ელისკაზესი დროშა: ავსტრია ავსტრია 15 19 78,9
კორნელ გავაში დროშა: უნგრეთი უნგრეთი 8 11 72,7
აბრაჰამ კუპჩიკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10 14 71,4
მეოთხე დაფა ქვეყანა %
უილაიმ არტურ ლეიკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 15,5 18 86,1
გოსტა დანიელსონი დროშა: შვედეთი შვედეთი 15 19 78,9
პეტარ ტრიფუნოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12,5 16 78,1
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ალბერტ ისრაელ გოროვიცი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 12 15 80,0
იური პელიკანი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 10,5 15 70,0
მარკეს ლუკსი ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 11 16 68,8

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]