საჭადრაკო ოლიმპიადა 1933

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1933)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

12 - 23 ივლისი 1933 ფოლკსტონი, ინგლისი

თავიდან ფიდემ ოლიმპიადის ჩატარება ესპანეთის ფედერაცია მიანდო, მაგრამ მალე ესპანეთმა აწონ-დაწონა რა თავისი შესაძლებლობები და ოლიმპიადის ორგანიზაციაზე უარი განაცხადა. მაშჳნ 1932 წლის ფიდეს კონგრესზე ამერიკელებმა ისურვეს ტურნირის მასპინძლობა. ფიდე მათ უარი არ უთხრა და დაადგინა: მორიგი ოლიმპიადა ჩიკაგოში გამართულიყო 1933 წელს. დრო გადიოდა, ახლოვდებოდა ტურნირის დაწყების ვადა და ამერიკიდან არაფერი ისმოდა. მაშინ ფიდემ ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა აშშს საჭადრაკო ფედერაციას და ოფიციალური პასუხი ც მიიღო: ამერიკელები ოლიმპიადის ჩატარებაზე უარს ამბობდნენ. ფიდეს მხსნელად ინგლისელები მოევლინნენ. მათ იკისრეს ოლიმპადის პატარა საკურორტო ქალაქ ფოლკსტონში ჩატარება და ჩაატარეს კიდეც, თუმცა ეს ისეთ მოკლე დროში მოხდა რომ, ბევრი ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას არც კი ეგონა თუ ოლიმპიადა საერთოდ ჩატარდებოდა. ფოლკსტონში 15 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. გუნდი არ გამოგზავნა გერმანიამ, სადაც უკვე ფაშისტები იყვნენ ქვეყნის სათავეში მოსულნი. ის კი არა გერმანია საერთოდ გამოვიდა ფიდედან. ტურნირში მონაწილე გუნდების თითქმის ნახევარი ფავორიტებად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა. პირველ რიგში ეს იყვნენ ამერიკელები, პოლონელები და უნგრელები. ძლიერი გუნდები ყავდათ ჩეხებს, შვედებს და ავსტრიელებს.

ენერგიულად აიღეს სტარტი ამერიკელებმა. ისინი მატჩს მატჩზე იგებდნენ და ნელ-ნელა შორდებოდნენ მდევრებს. მდევრები კი შვედები და ჩეხები იყვნენ. ბოლო ტურში ამერიკელები, რომლებსაც 37,5 ქულა ჰქონდათ ჩეხებს ხვდებოდნენ. ჩეხებს ამ დროისათვის 35 ქულა და მეორე ადგილი გარანტირებული ქონდათ. თუ აღმოსავლეთევროპელები შეძლებდნენ და 3,5 ქულას აართმევდნენ ამერიკელებს ჰამილტონ-რასელის თასი კვლავ ევროპაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც ჩეხებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ლიდერს. ხუთი საათის შემდეგ სამ დაფაზე თამაში დამთავრებული იყო და ჩხები 2,5-0,5 იგებდნენ. ფლორმა და ოპოჩენსკიმ დაამარცხეს კეჟდენი და სიმონსონი. ხოლო რეიფირჟი ყაიმზე შეუთნხმდა ფაინს. დარჩენილი იყო მარშლ - ტრეიბლის პარტია. მოჭდრაკეები ბევრს ნერვიულობდნენ და შეცდომებსაც უშვებდნენ. ბოლო შეცდომა ჩეხმა დაუშვა და ამერიკელმა ვეტერანმა პარტიაში გამარჯვებასთნ ერთად გუნდის ჩემპიონობაც იზეიმა. მესამე ადგილზე მხოლოდ დამატებითი (მეტი მოგებული მატჩი) მაჩვენებლების წყალობით შვედები გავიდნენ.

კვლავ დიდი ინტერესი გამოწვია ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონის ალექსანდრე ალიოხინის გამოსვლა. მსოფლიოს გარშემო ხანგრძლივი და მმომქანცველი ტურნედან დაბრუნებულმა ალიოხინმა მძიმედ დაიწყო და მეორე ტურში ტარტაკოვერთან დამარცხდა კიდეც. გარდამტეხი აღმოჩნდა პარტია სულთნ-ხანთან, რომელიც ჩემპიონმა 11 საათიანი ბრძოლის შემდეგ მოიგო. ამის შემდეგ ალიოხინი ჩვეული ძალით ათმაშდა და საბოლოოდ მოიგო კიდეც პირველი დაფა.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]

მონაწილეობდა 15 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]

ისააკ კეჟდენი 10 (7=6-1), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7 (+4=6-0), როიბნ ფაინი 9 (+6=6-1), არტურ უილიამ დეიკი 10 (+9=2-2), ალბერტ სიმონსონი 3 (+2=2-2)

სალო ფლორი 9 (+6=6-2), კარელ ტრეიბლი 6,5 (+4=5-3), იოზეფ რეიფირჟი 7,5 (+4=7-1), კარელ ოპოჩენსკი 11,5 (+10=3-0), კარელ სკალიჩკა 3 (+3=0-2)

გედეონ შტალბერგი 7,5 (+3=9-2), გოსტა შტოლცი 8(+5=6-3), ერიკ ლუნდინი 10 (+7=6-1), კარლ ბერიზდტსონ-კულბერგი 8,5 (+6=5-3).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე ალიოხინი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 9,5 12 79,2
ისააკ კეჟდენი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10 14 71,4
საველი ტარტაკოვერი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 9 14 64,3
სალო ფლორი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 9 14 64,3
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრენკ ჯეიმზ მარშალი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7 10 70,0
ლუის ბეტბედერ - მატიბეტი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 8 12 66,7
პაულინ ფრიდმანი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 7,5 12 62,5
მესამე დაფა ქვეყანა %
ერიკ ლუნდინი დროშა: შვედეთი შვედეთი 10 14 71,4
როიბნ ფაინი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 9 13 69,2
მოუსეს ფაიგინსი ლატვიის დროშა ლატვია 9 14 64,3
მეოთხე დაფა ქვეყანა %
კარელ ოპოჩენსკი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 11,5 13 88,0
არტურ უილიამ დეიკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10 13 76,9
ჰანს მიულერი დროშა: ავსტრია ავსტრია 9 13 69,2
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ანდრე ლილიენტალი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10 13 76,9
ლეონარდს აბრამავიჩუსი ლიტვის დროშა ლიტვა 6 9 66,7
კონელ ალექსანდერი დროშა: ინგლისი ინგლისი 7 11 63,6

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]