ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1931
11 - 26 ივლისი 1931 პრაღა, ჩეხოსლოვაკია
მეოთხე ოლიმპიადაც იუბილე დაემთხვა. ჩეხოსლოვაკიის საჭადრაკო ფერედაცია 50 წელი შეუსრულდა. ოლიმპიადის მასპინძლობაზე უნგრეთიც აცხადებდა პრეტენზიას. ჩეხების დელდეგატმა დააფასა უნგრელთა მიღწევები ოლიმიადებზე და თან თავის ქვეყნის მხარდასაჭერად დასძინა: ,,ჩვენ ფედრაციას 50 წელს იუბილე აქვს, იუბილე რომელიც აღრასოდეს განმეორდება’’. ამ არგუმენტმა გაჭრა და ფიდემ ოლიმპიადის მასპინძლობა ჩეხებს მიანდო. პრაღაც საგულდაგულოდ მოემზადა ოლიმპიადისთვის. ტურნირი პრაღის ცნობილ კაფეში, ,,სტუმრად ნოვაკთან’’, ჩატარდა, რომლის დარბაზიც 800 მაყურებელს იტევდა. მოჭდრაკეებს ცხოვრების და დასვენების ჩინებული პირობები შეუქმნეს, მაგრამ კვლავ მძიმე იყო რეგლამენტი: ტურნირის პირველ ნახევარში გუნდები დღეში ორ ტურს თამაშობდნენ და მოჭადრაკეებს დღეში 8-10 საათი უწევდათ საჭადრაკო დაფასთნ ჯდომა. ეს კი რაღა თქმა უნდა მოქმედებდა პარტიათა ხარისხზე. სტარტზე 19 ქვეყნის ნაკრები დადგა. პოლონელები იგივე შემადგენლობით იყვნენ და კვლავ ოქროს უმიზნებდნენ. ტრადიციულად ძლიერი გუნდი ყავდათ უნგრელებს. შედარებით ახალგაზრდული, მაგრამ კარგად დაბალანსებული გუნდი გამოიყვანეს ამერიკელებმა. ფრანგებს ისევ ალიოხინი ედგათ სათვეში, გერმანელებს ეფიმ ბოგოლიუბოვი თავკაცობდა. ძლიერი დუეტი ისხდნენ ავსტრიელთა პირველ-მეორე დაფებზე - ერნსტ გრიუნფელდის და რუდოლფ შპილმანის სახით.
ტურნირის ეკვატორზე ერთბაშდ რვა გუნდი აცხადებდა პრეტენზიას ოლიმპიადაში გამარჯვებაზე. მეცხრე ტურის შემდეგ წინ ლატვიის გუნდი იყო. დასკვნითი ნაწილი მეტად დაძბული გამოდგა. პირველად რბოლას ლატვიელები გამოეთიშნენ, მათ გერმანელები მიყვნენ. ამით ისარგებლეს ამერიკელებმა და სათვეში ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს. მათ კვალში ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის და პოლონეთის გუნდები მიყვებოდნენ.
ბოლო ტურის წინ აშშს ნაკრებს 46, პოლომელებს - 45, იუგოსლავებს - 44,5, ჩეხებს - 44 და ავსტრიელებს 43,5 ქულა ჰქონდათ. ბოლო ტურში საპრიზო ადგილების განაწილებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩეხოსლოვაკია - ავსტრიის და აშშ - პოლონეთის მატჩებს. ჩეხებმა დაძბულ ბრძოლაში შესძლეს ავსტრიელთა დამარცხება (პარტია ოპოჩენსკი - კმოხი თითქმის დახურვის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე გაგრძელდა) და მესამე ადგილი გაინაღდეს. პოლონელებს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევდათ ხელს ჰამილტონ-რასელის თასის მეორედ დასაუფლებლად. საქმეც აქეთკენ მიდიოდა. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ პოლომელები წინ იყვნენ 1,5-0,5 (რუბინშტეინმა მოუგო კეჟდენს, ხოლო ტარტაკოვერი დაუზავდა მარშალს). გადადებულ პარტიებში მაკარჩიკს უპირატესობა წონდა სტეინერთნ, ხოლო გოროვეცი - პშეპიურკას პოზიცია საყაიმოდ ფასდებოდა. მაგრამ მეორე დღეს ფორტუნა აშარად ამერიკელთ მხარეს იყო. პშეპიურკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დამარცხდა, ხოლო მაკარჩიკის დიდი მცდელობის მიუხედავად სტეინერმა შეძლო პარტიის გადარჩენა. 2-2 და ამერიკის ნაკრები ჩემპიონი გახდა. ამერიკელთა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის გახლდათ რომ, მათმა ახალგაზრდულმა გუნდმა ფიზიკურად უფრო უკეთ გაუძლო ტურნირის გრძელ და მომქანცველ დისტანციას. პოლონელთა მარცხის არაუკანასკნელი მიზეზი კი აკიბა რუბინშტეინის არასასურველ ფორმაში ყოფნა გახლდათ.
ასეა თუ ისე ჰამილტონ-რასელის თასმა პირველად (და რიგორც შემდგომში გაირკვა, არა უკანასკნელად) გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და ნიუ-იორკში დაიდო ბინა. ამ ოლიმპიადაზე მოჭადრაკეებს აეკრძლათ სხვადასხვა დაფაზე სურვილისებრივ თამაში. გუნდების განაცხდში სავალდებულო გახდა მოჭდრაკეთა დაფების მიხედვით შეტანა და შემდგომ ამ ნუმერაციის დაცვა. ასე რომ პირველად შესაძლებელი გახდა გამარჯვებულთ გამოვლენა დაფების მიხედვითაც.
სექციების სია |
ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]
მონაწილეობდა 19 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
- 1
პოლონეთი - 48 - 2
უნგრეთი - 47 - 3
გერმანია - 46,5 - 4
ავსტრია - 46 - 5
ჩეხოსლოვაკია - 45,5 - 6
აშშ - 45,5 - 7
ნიდერლანდი - 45,5 - 8
ინგლისი - 45 - 9
შვედეთი - 44 - 10
ლატვია - 39,5 - 11
დანია - 35 - 12
საფრანგეთი - 34 - 13
რუმინეთი - 30,5 - 14
ლიტვა - 29,5 - 15
ისლანდია - 28 - 16
ესპანეთი - 24 - 17
ფინეთი - 19,5 - 18
ნორვეგია - 15,5 - 19
ესპანეთი - 15,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]
აკიბა რუბინშტეინი 15 (13=4-0), საველი ტარტაკოვერი 12 (+9=3-2), დავიდ პშეპიურკა 9 (+7=4-2), კაზიმეჟ მაკარჩუკი 7,5 (+5=5-3), პაულინ ფრიდმანი 5 (+3=4-2)
გეზა მაროცი 8 (+6=4-2), შანდორ ტაკაჩი 8,5 (+6=5-1), არპად ვაიდა 9 (+7=4-3), კორნელ გავაში 12 (+10=4-0), ანდრე შტეინერი 9,5 (+7=5-2)
კარლ აჰუესი 7,5 (+4=7-3), ფრიდრიხ ზემიში 9,5 (+8=3-3), კარლ კარლსი 9,5 (+6=7-1), კურტ რიხტერი 7,5 (+6=3-3), ჰეინრიხ ვაგნერი 10,5 (+8=5-1).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]
| პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ალექსანდრე ალიოხინი | 13,5 | 18 | 75,0 | |
| ეფიმ ბოგოლიუბოვი | 12,5 | 17 | 73,5 | |
| ისააკ კეჟდენი | 12 | 17 | 70,6 |
| მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| გოსტა შტოლცი | 13,5 | 18 | 75,0 | |
| საველი ტარტაკოვერი | 13,5 | 18 | 75,0 | |
| ლაიოშ შტეინერი | 12 | 17 | 70,6 |
| მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ვლადიმირს პეტროვსი | 11,5 | 16 | 71,9 | |
| ჯორჯ ალან ტომასი | 12,5 | 18 | 69,4 | |
| იოზეფ რეიფირჟი | 11 | 16 | 68,8 |
| მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ალბერტ ბეიკერი | 10,5 | 14 | 75,0 | |
| ვასია პირცი | 12,5 | 17 | 73,5 | |
| კურტ რიჰტერი | 10,5 | 15 | 70,0 |
| სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| კარელ სკალიჩკა | 10,5 | 14 | 75,0 | |
| ჰერმან სტეინერი | 8,5 | 12 | 70,8 | |
| ვოლფგანგ ჰეისენტუსი | 7,5 | 11 | 68,2 |
ლიტერატურა[რედაქტირება]
- Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
სტატიის