ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა–ფშაველა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე)
ავტორი

მიხო მოსულიშვილი

გარეკანის მხატვარი

ნინო კაპანაძე

ქვეყანა

საქართველო

ენა

ქართული

სერია

ილუსტრირებული ბიოგრაფიები

თემა

ვაჟა–ფშაველას ცხოვრება

ჟანრი

ბიოგრაფიული რომანი

გამომცემელი

„პეგასი“

გამოცემის თარიღი

2011

ქართულად გამოიცა

2011, 25 მაისი

გვერდი

383

oclc

755907118

წინამორბედი

„თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“ (შვიდი პიესა), 2010

ISBN

978–9941–9179–6–7

ვაჟა–ფშაველა — ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი ვაჟა–ფშაველას ცხოვრებაზე.

შინაარსი[რედაქტირება]

მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების ურთიერთმონაცვლეობით წარმოდგენილი ეს ბიოგრაფიული წიგნი ვაჟა-ფშაველას გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ამ რომანიდან გავიგებთ, თუ რა მხრივ ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი.

წიგნის ავტორი ასაბუთებს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ამოდის ქართული მითოლოგიის სიღრმიდან, რაც მას მსოფლიო ლიტერატურის ფონზე ორიგინალურ მოვლენად აქცევს და ქართული ლიტერატურის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

რომანის შეფასებები[რედაქტირება]

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე თადეოზი:

ვიკიციტატა
„წმინდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ყოველი ცდა, შრომა არის სანატრელი, იმიტომ, რომ იგი არის მსოფლიოს საკვირველება. კაცი, რომელიც შოთა რუსთაველს გაუტოლდა და გვაგონებს მწერვალს. ამოუწურავია ვაჟა-ფშაველას გენია, ის არის გენიოსთა გენიოსი... ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს ამ დიდი შრომისთვის, რომ მას სურს კიდევ უფრო მეტად გააცნოს მსოფლიოს ვაჟა. მისი ყველა ნაწარმოები არის ღვთისმეტყველებით და პატიოსნებით აღსავსე...[1]

პროფესორი დავით წოწკოლაური:

ვიკიციტატა
„მართლაც, სასიამოვნოა ის დღე, ის კვირა, როცა ვაჟაზე რაღაც ახალი შეიქმნება, მითუმეტეს, როცა ამას საქვეყნოდ ცნობილი უნიჭიერესი ხელოვანი აკეთებს. ეს ძალიან დიდი სიხარულია. გარდა იმისა, რომ წიგნი განსხვავდება სხვა გამოცემებისგან, მასში ჯანსაღი იუმორით არის გადმოცემული ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია. დიდ მადლობას ვეტყვი მიხო მოსულიშვილს.[2]

მწერალი დათო ტურაშვილი

ვიკიციტატა
„და მე მინდა გითხრათ, რომ აქ საოცარი რაღაცაა გაკეთებული. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ვაჟა–ფშაველაზე წიგნი დაწერო. მიხო მოსულიშვილს მინდა მადლობა ვუთხრა, რაკი სიყვარულით იმუშავა... ხომ იცით, ვაჟა–ფშაველა რა საოცრებაა...[3]

რომანის ჯილდო[რედაქტირება]

2011 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ლიტერატურულ კონკურში ბიოგრაფიულ რომან „ვაჟა–ფშაველას“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში: „სამაგიდო წიგნი“[4]

ავტორს პრიზი დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ გადასცა, მანამდე კი თქვა:

ვიკიციტატა
„თუ „გალას“’ წლიდან წლამდე გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს პროექტი სულ ახალ-ახალ ადამიანებს ეძებს. ჩვენს წინაშე იშლება ახალ-ახალი შესაძლებლობები. მე არავის მსაჯული არ ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ „გალა“’ განსხვავდება სხვა ანალოგიური კონკურსებისგან, სადაც, შეიძლება დამსახურებულად, მაგრამ სულ ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ. „გალა“ ყოველ წელს განსხვავებულია, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს, როგორც გამომცემლობებს, ასევე მწერლებს.[5]

პრემიის მიღებისას მიხო მოსულიშვილმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ეს პრემია მე მიხარია და მე დამაბნია, თორემ ვაჟა–ფშაველასთვის მორიგი პრემია იქნებოდა; მას, ალბათ, ამაზე მეტიც ეკუთვნოდა.“

რომანის გამოცემები[რედაქტირება]

  • 2011 წ. — გამომცემლობა „პეგასი“[6]
  • 2013 წ. — გამომცემლობა „პეგასის“ ელექტრონული წიგნი[7]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.sciencelib.ge/node/1787
  2. http://www.sciencelib.ge/node/1787
  3. https://archive.is/20130630020656/my.opera.com/lakbe/blog/show.dml/59937742
  4. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=439&info_id=2305
  5. [1]„გალას“ დაჯილდოების ცერემონიალი ტელეკომპანია „იმედზე“
  6. Mixo Mosulišvili (2011), Vazha-Pshavela (Vaja-Pshavela რედ.), Tbilisi, Georgia: Pegasi, http://openlibrary.org/books/OL24988541M/Vaja-Pshavela
  7. „ვაჟა-ფშაველა (ელექტრონული წიგნი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]