ვანუაზის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანუაზის ეროვნული პარკი

Parc national de la Vanoise

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ვანუაზის ეროვნული პარკი
მდებარეობა სავოია
ქვეყანა საფრანგეთი
კოორდინატები 45°20′ ჩ. გ. 6°50′ ა. გ. / 45.333° ჩ. გ. 6.833° ა. გ. / 45.333; 6.833
ფართობი 196.476 ჰა.
დაარსდა 1963
ოფიციალური საიტი პარკის საიტი

ვანუაზის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de la Vanoise) — საფრანგეთის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა 1963 წელს. მდებარეობს საფრანგეთის ალპებში, მდინარე ტარანტეზის ხეობაში, საფრანგეთის პროვინცია სავოიაში. პარკის სიახლოვეს ვრცელდება რამდენიმე პატარა სოფელი. ისაზღვრება მსხვილი მთის კურორტებით. წარმოადგენს პოპულარულ საკურორტო ზონას; აქვეა აღმართული მთა გრან-პარადიზო (4061 მ). აღმოსავლეთით ესაზღვრება გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი; ორივე პარკის საერთო ფართობია 1250 კმ².

ვანუაზის ეროვნული პარკი განთქმულია ალპური მთის თხების პოპულაციით. გარდა ამისა გვხვდება: არჩვი, ალპური ზაზუნა, ფოცხვერი, თეთრი კურდღელი, ყარყუმი. ორნითოფაუნას ქმნიან ბატკანძერი, მთის არწივი და ჩვეულებრივი როჭო. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]