ვანდერბილტის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნივერსიტეტის ბეჭედი

ვანდერბილტის უნივერსიტეტი (ინგლ. Vanderbilt University, ადგილობრივად ცნობილი, როგორც „ვანდი“) კერძო არასექტარული უნივერსიტეტია ნეშვილში, ტენესი. დაფუძნდა 1873 წელს 1 მილიონი დოლარით, რომელიც რკინიგზისა და საზღვაო გადაზიდვების მაგნატმა კორნელიუს ვანდერბილტმა გაიღო. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთში თავად არასდროს ყოფილა, ვანდერბილტი იმედოვნებდა, რომ მისი საჩუქარი და უნივერსიტეტის მოღვაწეობა სამოქალაქო ომით გამოწვეულ ჭრილობათა შეხორცებას შეუწყობდა ხელს.

დღეისთვის ვანდერბილტში დაახლოებით 11.000 სტუდენტი და 10 სკოლაა - 4 საბაკალავრო და 6 სამაგისტრო და პროფესიული სკოლა. ვანდერბილტთან ასევე ასოცირებულია უდიდესი სამედიცინო კვლევისა და პირველადი მკურნალობის ცენტრი. ამჟამად უნივერსიტეტის კანცლერია გორდონ გი.