ვანდა შიუკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიუკაშვილი.

ვანდა ნიკოლოზის ასული შიუკაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1905, ახალციხე — გ. 26 მაისი, 2001) — ქართველი საბჭოთა პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

1927 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. თულაშვილის კლასი). წლების განმავლობაში ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი (საქართველოს რადიოგადაცემები, 1935–1952, ძირითადად, თავის ძმასთან, მევიოლინე ლ. შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰანეს ბრამსის, რობერტ შუმანის სონატებს და სხვა ნაწარმოებების).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]