ფრანგული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვალონიური ენა)
ფრანგული ენა
français
გავრცელებულია საფრანგეთი, მონაკო, ბელგია (ვალონია), შვეიცარია (რომანდია), კანადა (კვებეკი)
იხილეთ სრულად
მოლაპარაკეთა რაოდენობა 80 მლნ. (როგორც მშობლიური)

სულ 270 მლნ.

ოფიციალური სტატუსი

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
რომანული ენები
გალო-რომანული ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური (ფრანგული ვარიანტი)
ენის კოდები ISO 639-1: fr
ISO 639-2: fre (B); fra (T)
ISO 639-3: fra
რუკა
ფრანგული ენის გავრცელების არეალი მსოფლიოში
ფრანგული ენის გავრცელების არეალი მსოფლიოში

ფრანგული ენის გავრცელების არეალი მსოფლიოში

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-fr}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაფრანგული ენა

ფრანგული ენაფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა[1]. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი[2]. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული ენა განვითარდა ხალხური ლათინური ენიდან გალიის ტერიტორიაზე რომაელთა გალების დაპყრობის შემდეგ[1]. გალების ენიდან შემორჩენილია ზოგიერთი სიტყვა. უფრო მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულები შემორჩა გერმანული ტომის - ფრანკების ენიდან, რომლებმაც დაიპყრეს გალია ახ. წ. V საუკუნეში და შეერივნენ ახალ მოსახლეობას[1]. გალური სუბსტრატისა და გერმანული სუპერსტრატის გავლენით აიხსნება ენის ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურება.
ფრანგული ენის ისტორია შემდეგ პერიოდებად დაიყოფა:

  • გალურ-რომანული პერიოდი - (V-VII ს.ს.),
  • ძველი ფრანგული პერიოდი - (IX-XII ს.ს.),
  • საშუალო ფრანგული პერიოდი - (XIV-XV ს.ს.),
  • ადრინდელი ახალი ფრანგული პერიოდი - (XVI ს.),
  • ახალი ფრანგული-კლასიკური პერიოდი - (XVII-XVIII ს.ს.) და
  • თანამედროვე ფრანგული პერიოდი - (XIX საუკუნიდან).

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი წერილობითი ძეგლები VIII (რაიხენაუს გლოსები) საუკუნიდან არსებობს. პირველი გაბმული ტექსტი-842 („სტრასსბურგის ფიცი“, წმინდა „ევლალის ცხოვრება“). ახალი სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში ილ-დე-ფრანსის დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - პარიზი). XVI საუკუნეში შეიქმნა ეროვნული ფრანგული ენა, რომელმაც ოფიციალური სახელმწიფო საქმის წარმოებიდან განდევნა, როგორც ადგილობრივი დიალექტები, აგრეთვე ლათინური ენა[1]. შუა საუკუნეების ფართოდ გამოხატული დიალექტური საზღვრები თითქმის იშლება. კარგადაა შემონახული ჩრდილოური დიალექტები - პიკარდიული (ჩრდ. საფრანგეთი) და ვალონური (ბელგია). სხვა რეგიონებში იგი კილოკავებად იქცნენ.

XVII-XVIII საუკუნეებში ფრანგულ ენას საერთაშორისო ენის ფუნქცია დაეკისრა. XVII საუკუნეში დადგინდა სალიტერატურო ნორმა, რომელიც დღემდე ძირითადად უცვლელია.

ლექსიკამ ლიტერატურული ლათინურის ძლიერი გავლენა განიცადა. გვხვდება ბევრი ნასესხები სიტყვა ესპანური, ინგლისური, იტალიური ენებიდან. აგრეთვე ლათინური და ბერძნული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ფრანგული ენა შედგება 15 ხმოვანისა და 20 თანხმოვანი ფონემისაგან. ხმოვნებში განირჩევა ღია და დახურული e და o, ლაბიალიზებული œ, ø, y, ცხვირისმიერი /ɑ̃/, /ɛ̃/, /ɔ̃/ and /œ̃/.

ფრანგულ ენას აფრიკატები არ გააჩნია. ბევრია ასოთშერწყმა, რომელიც ერთ ბგერას გადმოგვცემს (eau-ო, ai-ე).

უმახვილო ხმოვნები რედუქციას არ ექვემდებარება, თანხმოვნები არ ყრუვდება. მახვილი მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე.

დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ენა:

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანბანი ეფუძნება ლათინურ ანბანს. ხშირად გვხვდება დიაკრიტიკული ნიშნები.

ასო სახელწოდება ქართული შესატყვისი   ასო სახელწოდება ქართული შესატყვისი
A, a ɑ N, n ɛn ენ
B, b be ბე O, o o
C, c se სე P, p pe პე
D, d de დე Q, q ky კჲუ
E, e œ ჲო R, r ɛʁ ერ
F, f ɛf ეჶ S, s ɛs ეს
G, g ʒe ჟე T, t te ტე
H, h აშ U, u y ჲუ
I, i i V, v ve ვე
J, j ʒi ჟი W, w dubləve დუბლ-ვე
K, k კა X, x iks იქს
L, l ɛl ელ Y, y igʁɛk იგრეკ
M, m ɛm ემ Z, z zɛd ზედ

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული რომანულ ენებს ემსგავსება. გრამატიკული წყობა ანალიზურია. სიტყვები არ იბრუნვის- ამ ფუნქციას სიტყვათა რიგი და წინდებულები; არსებით და ზედსართავს აქვს ორი რიცხვი, ორი სქესი(მდედრობითი და მამრობითი). ფრანგულში არის სიტყვათა სუბიექტურ-ზმნურ-ობიექტური მიმდევრობა. თუმცა შეიძლება შეიცვალოს.

არტიკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგულ ენას აქვს არტიკლი, რომლის ფორმაცვალებადობაში, ისტორიული თვალსაზრისით, ლათინური ჩვენებითი ნაცვალსახელის გარკვეული განვითარება ჩანს.

არტიკლი სამგვარია:

  • განსაზღვრული: le, la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: l'); მრავლობითში les;
  • განუსაზღვრელი: un, une; მრავლობითში des;
  • ნაწილობრივი: du, de la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: de l'); მრავლობითში des;

ნაცვალსახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაცვალსახელები ორი ტიპისაა:დამოკიდებული(je) და დამოუკიდებელი(moi).

ზმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგულში არის 3 ტიპის ზმნა. ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოს გვარისა და ზოგჯერ სქესის გრამატიკული კატეგორია.

ლექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალკეული სიტყვები და ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა - Bonjour!
Bonjour madame! - მისალმება ქალს.
donner le bonjour à quelqu'un - მიესალმო ვისმე
გამარჯობა (ფამილარული) - Salut!
Salut les copains! გამარჯობა, მეგობრებო!
საღამო მშვიდობისა! - Bonsoir!
ბატონი - Monsieur, Messieurs!
ქალბატონი - Madame, Mesdame!
Madame et messieurs- ქალბატონები და ბატონები
Madame et messieurs! - ქალბატონებო და ბატონებო!
Mademoiselle, Mesdemoiselles! - ქალბატონო! (მიმართვა გაუთხოვარი, ან უქმროდ მცოხვრები ქალისსადმი)
ძვირაფასო!; საყვარელო! - chéri (მამრ.), chérie (მდედრ.)
Mon cher! (მამრისადმი); Ma chère! (მდედრისადმი) - ჩემო ძვირფასო!
მობრძანდით!; კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — Bienvenue!
ძალიან სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნოა. (ძალიან) მიხარია! - enchanté
Enchanté de faire votre conaissance - მიხარია (სასიამოვნოა) თქვენი გაცნობა
თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (შენობითი ურთიერთობის ფორმა) - S’il te plaît
თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (თქვენობითი ურთიერთობის, ან მრავლობითი ფორმა) - S’il vous plaît
ხშირად ამ ფორმებს თარგმნიან ფორმით „გეთაყვა“, თუმცა ხსენებული ფორმა დღევანდელ ქართულში არ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად გაუგებარია ფრანგული ენის შემსწავლელისთვის და ბევრად ადვილია პარალელის გავლება ინგლისურ „ფლი:ზ“-თან, ან გერმანულ „ბითთე“-სთან, ან თუნდაც რუსულ „პაჟალუისტა“-სთან.
გმადლობ(თ), მადლობა — Merci
დიდად გმადლობ(თ), დიდი მადლობა - Merci beaucoup
კი - Oui
არა - Non
ნახვამდის — Au revoir, À bientot
მშვიდობით! - Adieu!

რიცხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1 — un, 2 — deux, 3 — trois, 4 — quatre, 5 — cinq, 6 — six, 7 — sept, 8 — huit, 9 — neuf, 10 — dix

ზმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Être — ყოფნა.
  • Faire — კეთება.
  • Avoir — ქონა,ყოლა.

პირის ნაცვალსახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Je — მე
  • Tu — შენ
  • Il (elle) — ის
  • Nous — ჩვენ
  • Vous — თქვენ
  • Ils (elles) — ისინი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 389-390.
  2. შოთა ძიძიგური, სიტყვის ცხოვრება; 1988