ვალკირიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ვალკირია“, პეტერ ნიკოლაი არბო, 1864 წელი

ვალკირიები (ძვ. ისლანდიური valkyrjas — „მოკლულთა ამომრჩევები“) — სკანდინავიურ მითოლოგიაში მეომარი ქალწულები. ემორჩილებოდნენ ოდინს და ბრძოლის დროს ანაწილებდნენ (არიგებდნენ) გამარჯვებასა და სიკვდილს. ქსოვდნენ ქსოვილს ადამიანის ნაწლავებისგან და თან ავისმომასწავებელ სიმღერას მღეროდნენ; დაღუპულ ვაჟკაცებს მიჰყვებოდნენ ვალჰალაში, სადაც ნადიმის დროს ემსახურებოდნენ. ადამიანის დაბადებისას მათი ბედის განმსაზღვრელ ნორმებთან ერთად წარმოადგენდნენ ღვთაებათა დაბალ კატეგორიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 283. 2007. მთავარი რედაქტორი გურამ აბსანძე.