ვალე-დ’აოსტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალე-დ-აოსტა
Valle d'Aosta
Vallée-d'Aoste
დროშა
Flag of Valle d'Aosta.svg
გერბი
Valle d'Aosta-Stemma.svg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი იტალიის ავტონომიური რეგიონი
ადმინისტრაციული ცენტრი აოსტა
ოფიციალური ენა იტალიური, ფრანგული
მოსახლეობა (2011) 128 000 კაცი
სიმჭიდროვე 39,2 კაცი/კმ²
ფართობი 3 263 კმ²
ვალე-დ-აოსტა რუკაზე
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Aosta Valley

ვალე დ'აოსტა (იტალ. Valle-d'Aosta, ფრანგ. Vallée-d'Aoste, ადგ. დიალექტზე Val d'Ota) — ავტონომიური რეგიონი იტალიის ჩრდილო-დასავლეთში. ძველად აქ სალასების კელტური ტომი სახლობდა. რომაელებმა ვალეს ხეობა დაიპყრეს ძვ. წ. 25 წელს. შემდეგ მას მართავდნენ გოთები, ლომბარდიელები, ბურგუნდიელები, ბოლოს კი — სავოიის სახლი.

რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ჩრდილოეთით — შვეიცარია, სამხრეთით და აღმოსავლეთით კი პიემონტის რეგიონი. მისი ფართობი 3 263 კმ²-ია, მოსახლეობა კი დაახლოებით 130 000 ადამიანი (2011) და წარმოადგენს იტალიის ყველაზე პატარა და ყველაზე ნაკლებ დასახლებულ რეგიონს. ის ამავე დროს ქვეყნის ერთადერთი რეგიონია, რომელსაც არც ერთი პროვინცია არ გააჩნია. დაყოფილია 74 კომუნად. პროვინციულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს რეგიონული მთავრობა.[1]

  • ფართობი — 3 263 კმ²
  • მოსახლეობა — 128 000 (2011 წ)
  • ადმინინისტრაციული ცენტრიაოსტა
  • ენები — აოსტელები ძირითადად ფრანგულ-პროვანსულ დიალექტზე ლაპარაკობენ. იტალიური და ფრანგული რეგიონში ოფიციალური ენებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]