ვალერი ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერი ჩხეიძე (დ. 1948, ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი — გ. 16 აგვისტო, 2017) — უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი.

1972 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი; 1982–1984 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლაში.

1975 წლიდან მას სხვადასხვა მაღალი და საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა: სსრკ უშიშროების კომიტეტი. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ოპერატიული რწმუნებულიდან — ქვეგანყოფილების უფროსამდე; საქართველოს შსს-ს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 1994 წლიდან ინიშნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს ის ინიშნება დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მალევე გვევლინება საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპატრამენტის დირექტორი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]