ვალერი ჩეჩელაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერი ჩეჩელაშვილი, 2004

ვალერი ჩეჩელაშვილი (დ. 1961, თბილისი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2005 წლიდან. 1983 წელს დაამთავრა ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი სპეციალობით - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1994 წლის 22 აგვისტოდან მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

შრომითი საქმიანობა:

  • 1978, აპრილი1987, აგვისტო - საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი.
  • 19871989 - საქართველოს სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტის“ განყოფილების გამგის მოადგილე.
  • 19891994 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ პირველ მდივნად, ხოლო შემდეგ ამავე სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, პირველ მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად.
  • 19941996 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ხოლო 1996-1998 წლებში უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
  • 19982000 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
  • 2000, აპრილი2004, აგვისტო - მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, ამავე დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო რეზერვში.
  • 2004, აგვისტო2005, თებერვალი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
  • 2005, თებერვალი - დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: