ვალერიან ცაგარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერიან გერასიმეს ძე ცაგარეიშვილი (დ. 25 აპრილი, 1901, ქუთაისი, საქართველო — გ. 28 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრკ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ანდრია ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი, აგრეთვე მეცადინეობდა ანასტასია ვირსალაძის საფორტეპიანო და სერგეი ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასებში). 1923 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და აღმზრდელობით მოღვაწეობას სხვადასხვა სამუსიკო სკოლასა თუ სასწავლებელში.

1935–1943 წლებში იყო თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე, 1949–1950 ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი, 1950–1958 წლებში საქართველოს სსრ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ავტორია მუსიკალური კომედიებისა: „მზის დაბნელება“ (1943), „აზნაური“ (1945), „სამთა სიყვარული“ (1948), საბავშვო ოპერებისა — „მეგობრები“ და „სულელი წრუწუნა“ (1928), კანტატებისა — „ლომგულოვანი“ (1944), „დიდება ლენინს“ (1971), „საქარეველოს მრავალჟამიერი“ (1971), სიმფ. პოემისა — „ელისო“ (1943), საგუნდო სიმღერების, ერთ ნაწილიანი კონცერტინოსი „ზარობს ვარძია“ (1966) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]