ვალენტინ პავლოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალენტინ სერგეევიჩ პავლოვი (რუს.: Валентин Сергеевич Павлов) (დ. 26 სექტემბერი 1937, მოსკოვი, რუსეთის სფსრ, სსრკ — გ. 30 მარტი 2003, მოსკოვი, რუსეთი) - იყო საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსი, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1991 წლის იანვრიდან აგვისტომდე. ის იყო მიხაილ გორბაჩოვის წინააღმდეგ 1991 წლის აგვისტოში მოწყობილი პუტჩის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.