ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′21″ ჩ. გ. 30°16′30″ ა. გ. / 59.90583° ჩ. გ. 30.27500° ა. გ. / 59.90583; 30.27500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, ნარვის პროსპექტი, 1/29
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810085004
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კოსიაკოვი
თარიღდება 1904-1910

ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Казанская церковь при подворье Валаамского монастыря) — მოქმედი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნევის პროსპექტი, 1/29.

ეკლესია არის ვალაამის მონასტრის მეტოქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალაამის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია აგებულია ნიკოლოზ II-ის იმპერატორობის დროს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1904 წლიდან 1910 წლის ჩათვლით. პროექტის ავტორი იყო ვასილი ანტონის ძე კოსიაკოვი.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს შემოვლითი არხის ახლოს, განკუთვნილი იყო პეტერბურგის ეპარქიის ძველი ლადოგის მიძინების დედათა მონასტრისათვის.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1919 წელს ვალაამის მონასტრის მეტოქი გააუქმეს, ხოლო ყაზანის ხატის სახელობის ეკლესია გახდა სამრევლო.

1922-1923 წლებში ეკლესია ეკუთვნოდა პეტროგრადის ავტოკეფალიას, ხოლო 1923 წლიდან 1935 წლამდე - საპატრიარქო ეკლესია იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1935 წლის 7 ოქტომბერს. ტაძრის შენობაში განათავსეს სამკერვალო ფაბრიკა, ხოლო შემდეგ ავეჯის კომბინატი.

1989 წელს შენობაში, რომელიც უკვე დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩამოყალიბდა ვალაამის ფერისცვალების მამათა მონასტრის მეტოქი. 1994 წლის 2 აპრილს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეკლესია კვლავ აკურთხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]