ვაილე
|
ქალაქი
|
ვაილე (დან. Vejle) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაილე-ფიორდის ნაპირებთან, იქ, სადაც მდინარე ვაილე და გრეისი ერწყმიან. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამხრეთ დანიის რეგიონის ვაილეს მუნიციპალიტეტს. 2012 წლის მონაცემებით, ვაილეს მოსახლეობა 51 804 ადამიანს შეადგენს[1] და ამ მხრივ დანიის სიდიდით მე-9 ქალაქია. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 108 021 კაცია.[2]
ვაილეს მუნიციპალიტეტი თავის მხრივ 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.[3]
ვაილე გამოირჩევა ტყიანი ბორცვებით, ფიორდით, ნავსადგურით, მაღაზიებით, საფეხმავლო ბილიკებით და განთქმული ქარის წისქვილით. წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრს.
წერილობით დოკუმენტებში ვაილე პირველად 1256 წელს მოიხსენიება, ქალაქის ქარტია კი 1327 წელს მიიღო.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Vejle Kommuneatlas (Municipal Atlas)
- Vejle-Egnens Touristbureau (Vejle Area Tourist Bureau)
- Vejle Byhistoriske Arkiv & Stadsarkiv (City Historical Archive)