ვაგზლის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაგზლის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი

ვაგზლის მოედანი — მოედანი ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია), თამარ მეფის გამზირსა და ნიკოლოზ გოგოლის, ნიკო ფიროსმანისა და აბასთუმნის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 1872 ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. რკინიგზის ვაგზლის შენობა და საბაჟო დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე, მოედანი შეტანილია თბილისის 1900 წლის მაგიდის კალენდარში განთავსებულ ქუჩებისა და მოედნების სიაში.

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ქუჩების რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ სსრკ-გერმანიის (1941-1945) ომამდე დაიწყო. აიღეს მთელი კვარტალი და საგრძნობლად გააფართოვეს მოედანი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია რკინიგზის ვაგზლის შენობა (1988, არქიტექტორები რევაზ ბაირამაშვილი, შოთა ყავლაშვილი, გივი შავდია, ალექსანდრე (ჯონდო) ჯიბლაძე. ინჟინერი შალვა (მეიერი) გაზაშვილი), ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში — მეტროპოლიტენის ადმინისტრაციული შენობა (1969, არქიტექტორები: ე. კვერნაძე, გივი მელქაძე), რომელშიც ჩაშენებულია მეტრო „სადგურის მოედანი 1“-ის ზედა სადგური. აქვეა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]