ეხტერნახი (ლუქსემბურგი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| 漢>ა A>ა |
ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
ეხტერნახი (ლუქს. Iechternach, Eechternoach, გერმ. Echternach) — ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, ამავე სახელწოდების, - ეხტერნახის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ეხტერნახი მდებარეობს მდინარე ზაუერზე, რომელიც იმავდროულად სასაზღვრე ზოლს ჰქმნის გერმანიასთან. ეხტერნახის მეზობლად, ჩრდილოეთით მდებარეობს ბერდორფი, დასავლეთით კონსდორფი, სამხრეთით ბეხი და როსპორი, ხოლო ჩრდილოაღმოსავლეთით გერმანული თემი ეხტერნახერბრიუკი.
ეხტერნახი მდებარეობს ერთ-ერთი მეტად მიმზიდველი ტურისტული ადგილის, ე.წ. პატარა შვეიცარიის (ფრანგულად Petite Suisse luxembourgeoise) მახლობლად.