ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეხვევი)
ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ყვირილას ხეობა
კურთხევის წელი XI საუკუნე
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“ მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე.

საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთი და აღმოსავლეთი სარკმლების საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობას ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდის დაფინანსებით (ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი) დაიწყო და უკვე დასრულებულია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესის რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე).

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
  • ბერიძე ვ., ეხვევის ტაძარი „დედაღვთისა“, თბ., 1942
  • წერეთელი გ., ეხვევის ღვთის-მშობლის ტაძრის ნანგრევი, გაზეთი "კვალი", 1895, N20, გვ.10.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]