ეჩერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადმინისტრაციული რაიონი
ეჩერი
Ecser
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ადმინისტრაციული რაიონი პეშტი
კოორდინატები 47°26′39″ ჩ. გ. 19°19′34″ ა. გ. / 47.44417° ჩ. გ. 19.32611° ა. გ. / 47.44417; 19.32611
პირველი ხსენება 1315
ფართობი 13,1 კმ²
მოსახლეობა 3 252 კაცი
სიმჭიდროვე 248,05 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
უნგრელები, სლოვაკური
უმცირესობა
დროის სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 29
საფოსტო ინდექსი 2233
ოფიციალური საიტი http://www.ecser.hu

ეჩერი მდებარეობა უნგრეთი

Red pog.svg

ეჩერი მდებარეობა პეშტი

Red pog.png

ეჩერი (უნგრ. Ecser) ადგილია პეშტის ადმინისტრაციულ რაიონში, უნგრეთი, ბუდაპეშტის მახლობლად.

მდებარეობა[რედაქტირება]

ტოპონიმი ეჩერი სლოვაკურად ფონეტიკურად (Ečer) გადაიტანება, იმის გამო, რომ ამ რაიონში საკმაოდ მოზრდილი სლოვაკური უმცირესობა ცხოვრობს. დასახლება ბუდაპეშტის სამხრეთაღმოსავლეთში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. მეზობელი დასახლებები არის მაგლოდი, ვეჩესი, გიომრო და ულო. იქვე, დასახლებასთან ავტოსტრადა და სარკინიგზო ხაზი (ბუდაპეშტი–უისასი-სოლნოკი) გადის.

ისტორია[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ეჩერი 896 წლიდან არსებობს, ანუ იმ დროიდან უნგრელები საერთოდ ამ მიწაზე მოსულან, წერილობით ძეგლებში ეს დასახლება პირველად მაინც 1315 წლის 15 დეკემბერს მოიხსენიება. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, ამ დასახლების სახელი უნგრელ ტომთა მეთაურ არპადს უკავშირდება; ის ერთხელ აქ შეჩერებულა, შეუსვენია და ადგილის სახელი უკითხავს. ადგილობრივთ ვერაფერი პასუხი გაუციათ, არპადს კი უთქვამთ, რახან ასეა, "ჩერი" ერქვასო, რაც უნგრულად (cser) მუხას ნიშნავს.

თურქთა ბატონობის დროს (1526-1686) ეჩერი დაცარიელებულა. პირველმოსახლენი აქ მხოლოდ 1699 წლიდან ჩნდებიან ისევ. (1703-1711) წლებში რაკოცის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 11 ეჩერელ ჯარისკაცს მიუღია მონაწილეობა. 1700 წლიდან კი აქ გრაფ ანტალ გრასალკოვიჩი დაფუძნებულა, როგორც ეჩერის ადგილმეპატრონე.

საყურადღებო დეტალები[რედაქტირება]

ადგილის მთავარი ღირშესანიშნაობაა 1740 წელს აგებული კათოლიკური ეკლესია.

ადგილის მცხოვრებთ აქვთ საკუთარი ხალხური ცეკვა, რომელსაც „ეჩერული ქორწილი“ (Ecseri lakodalmas) ჰქვია.

ეკლესიის გერბზე გამოსახულია ადგილის სიმბოლო მუხა და „ეჩერული ქორწილი“

პარტნიორი ქალაქები[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეჩერი&oldid=2373303“-დან