ეშტრელის ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშტრელის ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა პორტუგალია
თვისებები
წონა 30-50 კგ.
სიმაღლე 62-72 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეშტრელის ნაგაზი (პორტ. Cão da Serra da Estrela) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პორტუგალიაში შუა საუკუნეებში.

ეს ყველაზე პოპულარული პორტუგალიური ჯიში პირენეის ნახევარკუნძულზე არსებულებიდან ერთ-ერთი უძველესია. მისი წინაპრები იყვნენ დასავლეთში მოხვედრილი ძველი აზიური მასტიფები და ესპანური მასტიფების ნათესავია. XX საუკუნის დასაწყისში ეს ჯიში დაზარალდა გერმანულ ნაგაზებთან არასწორი შეჯვარებისგან, მაგრამ ახლა დაუბრუნდა სუფთა საწყის ფორმას. ეშტრელის ნაგაზი საუკუნეების მანძილზე მწყემსავდა ფარებს და იცავდა მათ მგლებისგან. სქელი ბალანი, რომელიც განსაკუთრებით სქელია გრძელბალნიან სახეობაში, იცავს მას სიცივისგან. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ეშტრელის ნაგაზი თავის პირვანდელ მოვალეობას ასრულებს, ეს მშვიდი ძაღლები კომპანიონის სახითაც ჰყავთ. პორტუგალიის საზღვრებს გარეთ მას ყველაზე მეტად აფასებენ დიდ ბრიტანეთში, სადაც ხშირად გამოფენებზეც გამოჰყავთ ხოლმე.

ეშტრელის ნაგაზი მთლიანობაში ჯანმრთელი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გვხვდება მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია. მას მკაცრი აღზრდა სჭირდება. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ზონარული, ვეფხვისებრი. კარგად იტანს სიცხეს, კარგი მოდარაჯეა. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. აქვს საშუალო ზომის ოვალური თვალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: