ეფა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეფა
ქვიშის ეფა (Echis carinatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
ქვეოჯახი: გველგესლები
გვარი: ეფა
ლათინური სახელი
Echis
დაცვის სტატუსი

ეფა (Echis), შხამიანი გველების გვარი გველგესლასებრთა ოჯახისა. თავი და სხეული დაფარული აქვთ წიბოვანი ქერცლით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ცნობილია 8 სახეობა, რონელთაგან შუა აზიაში გვხვდება ქვიშის ეფა (Echis carinatus) (გავრცელებულია აღმოსავლეთით არალის ზღვასა და მდინარე სირ-დარიამდე). მურა ან მორუხო ფერისაა. თავზე აქვს ჯვრის მსგავსი თეთრი ხალი. სხეულის სიგრძე 76 სმ აღწევს. ბინადრობს უმთავრესად ქვიშნარზე. აქტიურია ძირითადად ბინდში და ღამით. იკვებება წვრილი ხერხემლიანებითა და ფეხსახსრიანებით. კვერცხცოცხლადმშობია. აქვს ძლიერი შხამი, რომელიც სახიფათოა ადამიანისათვისაც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 4, გვ. 244, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე