ეტრაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეტრაპი (თურქმ. etrap; მრ.რ. etraplar) — თანამედროვე თურქმენეთის მეორე დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ეტრაპებად იყოფა უფრო მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული ველაიათი. ეტრაპების საზღვრები თანხვდება თურქმენეთის სსრ-ს ოლქების რაიონებს. ეტრაპები შედგება ადგილობრივი დაქვემდებარების ქალაქების, დაბებისა და გენგეშლიკებისაგან (თემებისაგან, სადაც გაერთიანებულია ერთი ან რამდენიმე სოფელი). გენგეშლიკი ასრულებს საბჭოთა პერიოდის სასოფლო საბჭოს ფუნქციებს. ეტრაპების ხელმძღვანელებს ნიშნავს პრეზიდენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]