ეტიოლირებული მცენარეები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტიოლირებული მცენარეები (ფრანგ. etioler - გაუფერულება (ითქმის მცენარეებზე)), მცირე სინათლეზე ან სიბნელეში გაზრდილი მცენარეები. ეტიოლირებული მცენარეები მკრთალი მწვანე ან ღია ყვითელია, რაც ქლოროფილის ნაკლებობით ან უქონლობით აიხსნება. აქვთ წაგრძელებული მუხლთშორისები, განუვითარებელი ფოთლები (მარცვლოვნებს პირიქით, ფოთლები უგრძელდებათ), სუსტად განვითარებული მექანიკისა და გამტარი ქსოვილები. ეტიოლირებული მცენარეები ხანმოკლე განათებითაც კი სწრაფად მწვანდებიან. ზოგი ბოსტნეულის ეტიოლირებულ ორგანოებს - კომბოსტოს შიგნითა ფოთლებს, სატაცურის ყლორტებს, რომლებიც სპეციალურად დაყრილ მიწაში იზრდება და სხვა, ხმარობენ საჭმელად. დროებით ეტიოლირებას იყენებენ მრავალი დეკორატიული მცენარის (სუმბულის, შროშანისა და სხვა) საყვავილე ყლორტის განვითარების დასაჩქარებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 241, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე